ეს Volkswagen-ი ძარის ქვეშ Porsche Boxster-ს მალავს
ავტომობილის მოდიფიცირება და საკუთარ სურვილებზე მორგება ავტომოყვარულთა შორის, ბოლო პერიოდში, საკმაოდ პოპულარული გახდა. მათგან მრავალი უბრალოდ არასწორად წარიმართა, თუმცა ნაწილი იმაზე უფრო საინტერესო გადმოდგა, ვიდრე პროექტის დასაწყისში თუნდაც მის ავტორს წარმოედგინა.
თუმცა დღეს, საუბარი ერთ-ერთ უიშვიათეს საგანძურზე გვაქვს: პროექტზე, რომელშიც ხედვა და ექსპერტიზა იდეალურ ჰარმონიაში გაერთიანდა. გაიცანით Uno, 1967 წლის Volkswagen Beetle, რომელიც 1997 წლის 6-ცილინდრიანი Porsche Boxster-ის პლატფორმაზეა დაფუძნებული. ეს არის ისეთი კონსტრუქცია, რომელიც გაფიქრებინებთ: „მანამდე, რატომ არავის მოუვიდა ეს იდეა თავში?“
ამ უცნაური და ძალზეც საინტერესო პროექტის ავტორი ლინდენ ლია. როგორც თავად ამბობს, Boxster-ი ახალი „მოდელის“ შესაქმნელად იდეალური დაფუძნებული აღმოჩნდა და პროექტის განმავლობაში, Bug-ის ფორმის მნიშვნელოვნად შეცვლაც არ დასჭირვებიათ. ძარა მთლიანად ფოლადისაა, დამონტაჟებული აქვს გადასახსნელი სახურავი, ახალი ძრავის შემშვები მილები და გამონაბოლქვი სისტემა. Porsche-ს უფრო თანამედროვე ნაწილები, მათ შორის ABS, კრუიზ კონტროლი, საჭის გამაძლიერებელი, ელექტროსავარძლები და საზომი ხელსაწყოები, კვლავ მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ ლის არ აქვს ამჟამინდელი მონაცემები, 1997 წლის Boxster-ი თავდაპირველად 201 ცხენის ძალას და 245 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობებით Boxster-ი დრაგზე დღევანდელ თანამედროვე მოდელებს კონკურენციას ვერ გაუწევს, თუმცა ასეთი მანქანისთვის ეს საკმარისზე მეტია. და იმის გათვალისწინებით, რომ Bug-ის ძარა, სავარაუდოდ, ორიგინალ Boxster-ზე მსუბუქია, ამ ვერსიას უკეთესი შესრულებაც უნდა ჰქონდეს.
ამჟამად, Uno $31 000-ად იყიდება. ამ თანხის სანაცვლოდ თქვენ უნიკალურ ავტომობილს მიიღებთ, რომელსაც Beetle-ის მარადიული ხიბლი აქვს, ამავდროულად კი, შიგნიდან თანამედროვეა და თან, რეალურადაც მუშაობს.