Waymo-ს თვითმართვადი მანქანები კვლავ ეჯახება იმ საგნებს, რომელთაც ვხედავთ
Waymo-ს ავტომობილების უკან გაწვევის ეტაპები, ძირითადად, ტრადიციულისგან განსხვავებულად მიმდინარეობს. იშვიათად, რომ ამ მოდელების მფლობელებს მანქანების სადილეროში მიყვანა დასჭირდეთ. უფრო მეტად, ამ პრობლემის გადაჭრა დისტანციურად ხდება.
NHTSA-ს 2025 წლის 12 მაისით დათარიღებული განაცხადის თანახმად, Waymo უკან 1 212 ავტომობილს გაიწვევს. მიზეზი „მე-5 თაობის ავტომატური მართვის სისტემის (ADS) პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დეფექტია. ეს შესაძლოა ავარიის გამომწვევ მიზეზად იქცეს, თუმცა Waymo-ს განცხადებით, მათთვის რაიმე სახის ინციდენტზე მფლობელებს არ მიუმართავთ.
ამის მიუხედავად, NHTSA-ს წესდებით, Waymo ვალდებულია ავტომობილები უკან გაიწვიოს. კომპანიის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ადრე რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა, რომელმაც შეჯახება გამოიწვია, თუმცა ამ დროისთვის, Waymo პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობდა.
მოხსენება 22-ზე მეტ ინციდენტს მოიცავს, რომლებიც იმავე, მეხუთე თაობის პროგრამულ უზრუნველყოფას უკავშირდებოდა. ამ შემთხვევაში, ავტომობილი ეჯახებოდა ხილულ ობიექტებს, რომელთა დანახვაც კომპეტენტურ მძღოლებს შეუძლიათ. Waymo-ს განცხადებით, NHTSA-ს მიმართვიანობისას, პრობლემაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობდა.