უსაფრთხოების სისტემა, ხელოვნური ინტელექტი, პორშე, თანამედროვე ტექნოლოგიები
Aa
Aa

Porsche ხელოვნურ ინტელექტს EV-ბატარეებში დეფექტის წინასწარ დასადგენად იყენებს

ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, ბოლო პერიოდში, თითქმის ყველა ინდუსტრიაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, ავტომწარმოებლებიც არ ჩამორჩნენ, Porsche კი მას სამომავლო პრობლემების პრევენციისთვის იყენებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტი Porsche-ს, ელექტრომობილების ბატარეაში, დეფექტის წინასწარ აღმოჩენაში ეხმარება.

მიმდინარე თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ პრესრელიზში, Porsche ყურადღებას ორ კონკრეტულ ასპექტზე ამახვილებს და ადგენს, თუ როგორ იყენებს კომპანია ხელოვნურ ინტელექტს AI-ბატარეის გამართულობის მონიტორინგისთვის. პირველი: პროგნოზირებადი ხარისხის უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც მომხმარებელთა ბაზიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, კომპანიას ბატარეის სიცოცხლისუნარიანობაზე ინფორმაციას აწვდის. მეორე:  ბევრად უფრო საჭირო კომპონენტი, რომელიც აღმოაჩენს "ანომალიებს" და კომპანიის გუნდს ეხმარება, პოტენციური დეფექტი მის გამოვლენამდე აღმოფხვრას.

აღნიშნულ პრესრელიზში, Porsche თერმულ გაჟონვას პირდაპირ არ ასახელებს, თუმცა წესით AI ავტომწარმოებელს ამ პრობლემის აღმოფხვრაშიც დაეხმარება. აღნიშნული პრობლემის დროს, ერთი უჯრედის დეფექტი მარტივად ვრცელდება სხვა უჯრედებზეც. თუმცა მის დაწყებამდე შესაძლოა წინასწარი ნიშნები არსებობდეს, რაც ავტომწარმოებელსაც საქმეს გაუმარტივებს. თანაც, Porsche-ს განცხადებით, მის გუნდს ბატარეის მდგომარეობის მონიტორინგი ფიჭურ დონეზეც შეუძლია. ამ პრობლემას კი, აპლიკაციების მეშვეობით, Porsche მძღოლებსაც შეატყობინებს.

ბევრი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ Porsche ჩატბოტის ნაცვლად, ხელოვნურ ინტელექტს თავისი პროდუქტების გრძელვადიანი მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყენებს. როგორც ავტომწარმოებლის პრესრელიზშია ნათქვამი: „Porsche-სთვის ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი, რომელიც გუნდს რთული ამოცანების გაგებასა და ყველა შესაბამისი ასპექტის გათვალისწინებაში ეხმარება“.

 

მსგავსი სიახლეები