ელექტრომობილი, რობოტაქსი, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა მოდელ უაი, ტესლა რობოტაქსი
Aa
Aa

ქუჩებში Tesla-ს თვითმართვადი ტაქსები გამოჩნდნენ | რა დაგიჯდებათ მგზავრობა?

Tesla-მ თავისი თვითმართვადი „რობოტაქსის“ სერვისი ოფიციალურად გაუშვა. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, Tesla-ს ელექტრომობილები, ახლა უკვე მძღოლის გარეშე, ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან. საწყის ეტაპზე, „რობოტაქსით“ სარგებლობის უფლება მხოლოდ კომპანიის მიერ შერჩეულ პირებსა და ინფლუნსერებს ექნებათ.

ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში, მძღოლის გარეშე დაახლოებით 12 Tesla Model Y-ის „რობოტაქსი“ მოძრაობს. თუმცა ტაქსის პირველი გამომცდელების, ძირითადად ინფლუენსერების ვიდეოებიდან ჩანს, რომ თითოეულ Robotaxi-ს „უსაფრთხოების მძღოლი“ ახლავს, რომელიც მგზავრის სავარძელში ზის. სავარაუდოდ, ამ მიდგომით, Tesla ტესტირების ეტაპზე მგზავრების უსაფრთხოებას იცავს.

სერვისის პირველმა მომხმარებლებმა Tesla-სგან შეთავაზება თავად მიიღეს. როგორც ჩანს, ელექტრომობილების მწარმოებელი საწყის ეტაპზე სერვისის ფართოდ გაშვებას არ გეგმავს და უფრო მეტად, ხარვეზებსა და პრობლემებს აკვირდება. სწორედ ამ დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ გახდება, სავარაუდოდ, სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომი.

სერვისი კვირაში შვიდი დღე, დილის 6:00 საათიდან შუაღამემდე ემსახურება მგზავრებს, ტარიფი კი, ჯერ საკმაოდ დაბალია და $4.20-ს შეადგენს. ცნობისთვის, ცუდი ამინდის პირობებში, „რობოტაქსის“ მოძრაობა აკრძალულია.

სერვისი Waymo-ს მსგავსად მუშაობს. მომხმარებლებმა „რობოტაქსის“ აპლიკაცია უნდა გადმოწეროთ და მისი საშუალებით ტაქსი გამოიძახონ. სალონში მგზავრებს ეკრანიც დახვდებათ, რომელზეც ნავიგაციის დეტალები და მგზავრობის დასრულების სავარაუდო დრო იქნება ნაჩვენები.

 

მსგავსი სიახლეები