განადგურებულია Ferrari F40 | შეგიძლიათ დამნაშავე ამოიცნოთ?
თუ არსებობს რამე, რამაც შეიძლება თქვენი კარგი მგზავრობა გააფუჭოს, ეს უბედური შემთხვევაა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ავარიაში ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელი, Ferrari F40 იმტვრევა, ხოლო მძღოლი, რომელიც Ferrari-ის ეჯახება იქამდე გარბის, სანამ F40-ის მძღოლი მის იდენტიფიცირებას შეძლებს.
მამაკაცი, რომელიც სოციალურ ქსელში უბრალოდ Supercar Ron-ის სახელითაა ცნობილი, ამბობს, რომ ავარია შაბათს, 28 ივნისს, I-15 გზატკეცილზე მოხდა. მუქი ფერის სატვირთომ, ავტომობილს გვერდიდან დაარტყა და შემდეგ შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. შეჯახების შედეგად, Ferrari-ის ძარა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ასევე ერთ-ერთი ბორბალიც. გასაკვირი არაა, რომ F40-ის მძღოლი დადევნებასაც არ შეეცადა, რადგან მანქანა ამ დაზიანებებით დიდ მანძილზე ნამდვილად ვერ გაძლებდა.
View this post on Instagram
„გვჭირდება, რომ ამ ადამიანის პოვნაში დაგვეხმაროთ. გაქცეული მძღოლები პასუხისგებაში უნდა მივცეთ. თუ იცით, ვინ შეიძლება იყოს ან იმყოფებოდეს ამ ტერიტორიაზე... და გაქვთ ვიდეოჩანაწერი, გთხოვთ შემატყობინოთ“, - დაწერა F40-ის მფლობელმა სოციალურ ქსელში.
ამასთან ერთად, Ferrari-ის მძღოლი მზადაა ინფორმაციისთვის ფულადი ჯილდოც გადაიხადოს. მის განცხადებას, ინტერნეტში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით, მას ვიდეოჩანაწერები აქვს, თუმცა ისინი მაღალი გარჩევადობის არ არის.