ფორმულა 1, იუთუბერი, ბოლიდი
Aa
Aa

სამი იუთუბერი Formula 1-ის ბოლიდის „გატეხის“ გამო დააკავეს

Formula 1-ის ბოლიდები მაღალი სიჩქარით მოსახვევების გავლისა და რბოლის დროს ზეწოლის გაძლებისთვისაა შექმნილი. თუმცა, როგორც ჩანს, არა იმისთვის, რომ მათზე ვინმე აძვრეს, თუნდაც გულშემატკივართა ღონისძიების დროს.

Daily Mail-ის ცნობით, გასულ შაბათ-კვირას, ბრიტანეთის გრან-პრის მიმდინარეობისას, პოლიციამ სამი ცნობილი ბრიტანელი სტრიმერი დააკავა. ერთ-ერთმა მათგანმა, სავარაუდოდ, F1-ის საგამოფენო ბოლიდი დააზიანა. მიყენებული ზიანი დაახლოებით 40 000 აშშ დოლარად (დაახლოებით 30,000 ფუნტ სტერლინგად) შეფასდა.

ინციდენტი პარასკევს, 4 ივლისს მოხდა, როცა სტრიმერები - AngryGinge, Chazza და SamHam - რბოლის შესახებ კონტენტს იღებდნენ. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება შავ მაისურსა და ქუდში გამოწყობილი Chazza ვარდისფერ BWT Racing Point ბოლიდს და მასზე აძრომას ცდილობს. როდესაც ის მარცხენა ფეხს ბოლიდის კარბონის საფარზე დებს, ჩატეხვის მკვეთრი ხმას ვიგებთ.

შემდეგ კი, ვიდეოში ერთ-ერთი სტრიმერის კომენტარიც ისმის:

„მგონი, მანქანის საკიდარი აღარ არსებობს.“

მიუხედავად ამისა, Chazza თარ ნებდება და ბოლიდის კაბინაში ჩაჯდომას კვლავ ცდილობს. აღსანიშნავია, რომ AngryGinge-ის YouTube ვიდეოში ჩატეხვის ხმა არ ისმის - სავარაუდოდ, ის ან Twitter-ის ვიდეოში დაამატეს, ან YouTube-დან ამოჭრეს.

პოლიციამ სამივე სტრიმერი ადგილზევე დააკავა, ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ბრალდებით. შემდეგ ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით 15 საათის განმავლობაში ჰყავდათ, სანამ გაათავისუფლებდნენ.

 „სამი მამაკაცი - 23, 25 და 27 წლის - ავტომობილისთვის კრიმინალური ზიანის მიყენების ეჭვის საფუძველზე დააკავეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და დეტალური გამოძიების შემდეგ გათავისუფლდნენ,“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

თავისუფლების მიღების შემდეგ, AngryGinge-მა TikTok-ზე ინციდენტზე ისაუბრა და საკუთარი იმედგაცრუება გამოხატა.

„მხოლოდ იმის გამო დაგვაკავეს, რომ მანქანაში ჩაჯდომას ვცდილობდით. ფორმულა 1-ში ასე არ ხდება. ჩვენ დაგვიჭირეს, როცა უბრალოდ სხვას ვუყურებდით, Chazza-ს კი კრიმინალურ დაზიანებაზე ასამართლებდნენ. ისიც კი თქვეს, ზარალი 30,000 ფუნტი სტერლინგიაო“, - აცხადებს სტრიმერი გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მსგავსი სიახლეები