ბრედ პიტი პირველად, Formula 1-ის რეალური ბოლიდის საჭესთან
Formula 1-ის შესახებ ბრეტ პიტის მონაწილეობით გადაღებული ფილმი კინოგაქირავებაში რამდენიმე კვირის წინ ჩაეშვა და უკვე მოიპოვა, როგორც კრიტიკოსების, ასევე უბრალო მოყვარულების სიმპათიებიც. ფილმის გაშვების შემდეგ კი, პიტმა ახლა უკვე Formula 1-ის რეალური ბოლიდი თავად გამოსცადა და ეს, McLaren-ის გუნდისა და პილოტების დახმარებით გააკეთა.
Formula 1-ის ოფიციალურ YouTuBe-გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ცნობილი მსახიობი სწორედ McLaren-ის ბოლიდს მართავს. ვიდეოში კი, მასთან ერთად, გუნდის პილოტი, ლანდო ნორისიც ჩანს. თავდაპირველად $20-მილიონიანი ბოლიდის საჭესთან სწორედ ნორისია, შემდეგ კი, თავად ჰოლივუდის 61 წლის მსახიობიც. პიტმა ნორისთან ერთად ბოლიდი ოსტინში, Circuit of the Americas-ზე გამოცადა.
„იყავი სწრაფი, ფრთხილი და მანქანა არ დაამტვიო. ისინი ძალიან ძვირი ღირს, ასე, რომ მშვიდად იყავი“, - უთხრა წრის დაწყებამდე McLaren F1-ის გუნდის ხელმძღვანელმა ზაკ ბრაუნმა პიტს.
როგორც მოსალოდნელი იყო, პიტი თავდაპირველად საკმაოდ ნელი იყო, რაც მსახიობის ნერვიულობაზეც მიუთითებდა. ერთ მომენტში მან ინჟინერსაც კი ჰკითხა, თუ როგორ უხვევდა მანქანა და შეამჩნიეს კიდეც, როდესაც დახუჭული თვალებით წარმოსახვით ბოლიდს მართავდა. თუმცა პირველი წრის ნახვის შემდეგ, ტრასაზე ის უფრო თავდაჯერებულიც დაბრუნდა. წრის დასრულების შემდეგ პიტმა მიღებულ გამოცდილებაზეც ისაუბრა, თქვა, რომ მსგავსი რამ აქამდე არ გაუკეთებია და ის ეიფორიის მსგავსი იყო.
ვიდეოს ნახვა მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ - https://www.youtube.com/watch?v=phZfIA9fAUM