ბიემვი, ბიემვი მესამე სერია, ბიემვი ე36, საპროექტო მანქანა
Aa
Aa

პოლიციამ საპროექტო E36 „უკაპოტობის“ გამო გააჩერა | მაგრამ სალონშიც არაფერი დახვდა

საპროექტო მანქანები საკუთარი ძალისხმევით და დიდი სიყვარულით შექმნილი ნამუშევრებია. თუმცა თუ დამზადების ტექნიკა მთელი სიზუსტით არ არის დაცული, უმჯობესია, თუ მათ საჯარო გზებს მოარიდებთ - როგორც თქვენი, ასევე სხვების უსაფრთხოებისთვის. სწორედ ეს არ გაითვალისწინა 64 წლის მამაკაცმა, რომელიც კლასიკური BMW-ს მართვის გამო გააჩერეს. რეალურად კი, ამ მანქანას ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი აკლდა.

შინდისფერი E36 თაობის BMW პოლიციამ მელბურნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში შენიშნა. ოფიცრებმა მანქანა ორშაბათს, დაახლოებით 15:15 საათზე დააფიქსირეს ერთი მთავარი მიზეზის გამო: მანქანას კაპოტი აკლდა. უფრო დეტალური შემოწმების შემდეგ, პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მანქანას არც სავარძლები ჰქონდა დამაგრებული და ამის ნაცვლად მძღოლი პლასტმასის ბაღის სკამზე იჯდა. უსაფრთხოების ღვედს კი, უბრალოდ, საჩვენებლად იკეთებდა.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, მეტი კომფორტისთვის მძღოლმა რამდენიმე ბალიში დაამატა, მაგრამ განლაგება სტაბილურობისგან მაინც ძალიან შორს იყო. ავსტრალიაში კრიტიკული კომპონენტების გარეშე მქონე ავტომობილით გადაადგილება აკრძალულია.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კაპოტის არარსებობა შეიძლება მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლოს, მანქანისთვის განკუთვნილი სავარძლის არქონა უსაფრთხოებისთვის ზედმეტად სარისკოა. დაბალი სიჩქარით ავარიის ან მოულოდნელი მანევრის შემთხვევაშიც კი შეიძლება შემთხვევა ფატალურად დასრულდეს.

პოლიციის ანგარიშის თანახმად, მძღოლმა იცოდა, რომ მისი მანქანა საჯარო გზებზე გამოსაყენებლად ვარგისი არ იყო, თუმცა განაცხადა, რომ დაკავების მომენტში სწორედ ამ ნაწილების ასაღებად მიდიდა. მაგრამ ეს კარგი საბაბი მსგავსი დანაშაულისთვის, ნამდვილად არაა. ახლა მამაკაცს სასამართლოში საგზაო მოძრაობის დარღვევისთვის წაუყენებენ ბრალს.

 

მსგავსი სიახლეები