უცნაური, კონცეფცია, უნიკალური ავტომობილი, მაზდა არიქს-7, ზღვის ლომი
Aa
Aa

„ზღვის ლომი“ | ყველაზე სწრაფი მანქანა ამფიბია უკვე ხელმისაწვდომია

„ზღვის ლომი“ უნიკალური კონცეფციის მქონე მანქანაა, რომელსაც ხშირად „ყველაზე სწრაფ მანქანა ამფიბიად“ მოიხსენიებენ ხოლმე. მისი დებიუტი 2012 წელს შედგა, ახლა კი აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი. ამ მოდელში თითქმის ყველაფერი უცნაურია, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც მისი როტორული Mazda 13B ძრავა იპყრობს.

ეს ზუსტად იგივე ძრავაა, რომელიც Mazda RX-7-ში გვხვდება, თუმცა აქ სუპერჩარჯეს რადიკალურად განსხვავებული ხმაც გამოარჩევს. სწორედ ეს კომბინაცია დაეხმარა „ზღვის ლომს“, გამოშვების პერიოდისთვის, ყველაზე სწრაფი მანქანა ამფიბიის ტიტული მოეპოვებინა.

როგორც ამბობენ, ავტომობილი 290 კმ/სთ-მდე ჩქარდებოდა. თუმცა სხვა მანქანა ამფიციები წყალზე უფრო სწრაფი იყო. ამ გაგებით, ის შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ საგზაო ავტომობილად ჩაითვალოს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში წყალზე გადაადგილებაც შეეძლო.

პროექტის ავტორი და შემქმნელი მარკ ვიტია. თითქმის ყველაფერი რაც ფოტოზე ჩანს, სწორედ მისი შექმნილია - შასიოთ დაწყებული, კორპუსის პანელებითა და იმ სისტემით დასრულებული, რომელიც Sea Lion-ს საშუალებას აძლევს, როგორც გზაზე, ასევე წყალში გადაადგილდეს.

წყალში შესვლისას Sea Lion-ი გვერდითა კაფსულების დახმარებით ტივტივებს და რეაქტიული პროპელერის გამოყენებით მოძრაობს. საჭე კი, ბორბლების გარდა, უკანა ძრავის სისტემასაც აკონტროლებს.

აუქციონის სახლი, „ზღვის ლომის“ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას თითქმის არ გვაწვდის. თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის საჯარო გზებზე გადაადგილებისთვის ლეგალური არაა და მხოლოდ ერთი მგზავრისთვისაა განკუთვნილი. „ზღვის ლომი“ აუქციონზე 20 სექტემბერს გამოჩნდება.

 

მსგავსი სიახლეები