Opel-ი მიუნხენის ავტოშოუზე სპორტული მანქანის კონცეფტს წარადგენს
Opel-ის მაღალი ხარისხის ავტომობილებისთვის ახალი ეპოქა იწყება. კომპანიამ თავისი ქვებრენდი, GSE განაახლა და ამ ფაქტის აღსანიშნავად, ახალი ხედვის კონცეპტის წარდგენისთვისაც ემზადება. ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს ფართო საზოგადოება მომავალ თვეში მიუნხენის IAA Mobility Show-ზე იხილავს.
Opel-ის კონცეპტი მაღალი ხარისხის ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი. თიზერული ფოტოებიდან მოდელის ძარის ზუსტი სტილის დადგენა რთულია. თუმცა მანქანის მახასიათებლებს შორის შესამჩნევია Opel-ის ‘Compass’-სტილის განათების უახლესი ევოლუცია - ვერტიკალური და ჰორიზონტალური LED ზოლებით. ასევე ექსტერიერის შეფერილობა და ყვითელი აქცენტები. აეროდინამიკური ბორბლები კი, 1980-იანი წლების Manta 400 რალის მანქანითაა შთაგონებული.
ინტერიერში ჩანს ფუტურისტული სავარძელი, ასევე რბოლებით შთაგონებული და დამცავი სარბოლო კარკასი. ეს კი მიუთითებს, რომ კონცეპტი ტრასებისთვისაა შექმნილი. Opel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფლორიან ჰიუტლმა მოდელს უწოდა ავტომობილი, რომელიც მძღოლების პულსს კვლავ ააჩქარებს:
„ეს არის მომავალი მოდელების პრეზენტაცია, რომელიც თავისი დიზაინით თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს და ავტომოყვარულებს მთელი მსოფლიოდან მოიზიდავს. მალე მეტ დეტალს გავამჟღავნებთ. ასე რომ არ გამოტოვოთ სიახლეები“.
მწარმოებელი კონცეფციის შესახებ მეტ ინფორმაციას მალე გაავრცელებს. IAA Mobility 2025 მიუნხენში, გერმანიაში, 8-დან 14 სექტემბრამდე გაიმართება.