როგორც იქნა, AMG C63 საკულტო V8-ს მიიღებს | რომელიც მას ყოველთვის სჭირდებოდა
რა არის ერთადერთი გზა, რომ Mercedes-AMG C63S-ის არსებული მოდელი ავტომოყვარულთათვის მიმზიდველი გახდეს? მარტივია, პასუხი სწორედ V8 ძრავაა, რომელიც ენთუზიასტებს ასე ძალიან უყვართ. თუმცა გერმანულმა ავტომწარმოებელმა ეს ფაქტი არ გაითვალისწინა და ქარხნულ ვერსიაში 2-ლიტრიანი ჰიბრიდული 4-ცილინდრიანი გამოიყენა. ახლა კი, მისი „გაფუჭებული“ საქმის გამოსწორებას ტუნინგ კომპანიები ცდილობენ.
გერმანულმა ტუნინგ ფირმა Vuk Manufactur-მა ეს გამოწვევა თავის თავზე აიღო და AMG C63-ს დიდება დაუბრუნა. შედეგად მივიღეთ C 63 S, რომელიც ბიტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი. ეს ყველაფერი არაა. მოდელში Mercedes 190E Evo II-ით შთაგონებულ ძარის კომპლექტსაც ვხვდებით, რომელიც, სავარაუდოდ, AMG-ის ზოგიერთ აღმასრულებელს შოკში ჩააგდებს. პირველი ეფექტი კი, ავტომობილის წინა მხარეა, სადაც დიდი სპლიტერი, ბამპერში შემავალი გამაძლიერებელით დაგხვდებათ.
190E Evo II-ის გავლენა ავტომობილზე მკაფიოდ ჩანს. მათ შორის მაშუქებით, რომელიც მას სხვა C-Class-სგან მნიშვნელოვნად გამოარჩევს. დამონტაჟდა შავი 6-თვლიანი დისკები, რომელიც ასევე აგრესიული სტილის მქონე გვერდითა კალთებთან ერთიანდება.
Vuk-ი თავისი V8-ძრავიანი W206 C 63 S-ის მხოლოდ 63 ერთეულს აწარმოებს. კომპანიას ჯერ არ განუცხადებია, თუ რამდენი მათგანი აღჭურვილი იქნება სრული EVolution X-ის პაკეტით და რა იქნება ამ ვერსიის საბოლოო ღირებულება.