ავტონომიური მანქანა, მომავლის ტექნოლოგია, კადილაკი, კონცეპტუალური ავტომობილი
Aa
Aa

Cadillac-მა ყველაზე გიჟური კონცეპტუალური ავტომობილი გამოაჩინა | სრული სვლით, მომავლისკენ

თქვენ წინაშე Cadillac-ის უახლესი კონცეპტუალური ავტომობილია, Elevated Velocity, რომელიც კომპანიის მომავლის შესაძლებლობებისთვის მოძრავ სატესტო პლატფორმას წარმოადგენს. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ეს მოდელი მდიდრული ამერიკული ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე გიჟური კონცეპტია.

ელეგანტური, მაღალი ხარისხის ელექტრო SUV-ი, რომელსაც ფოტოებზეც ხედავთ, Opulent Velocity-ის კონცეპტის გაგრძელებაა. Opulent Velocity-ის დებიუტი გასული წლის აგვისტოში შედგა. Cadillac-ი მიიჩნევს, რომ არსებობს მომავალი, სადაც თვითმართვის ტექნოლოგია და პრაქტიკული მაღალი ხარისხის მართვის შესაძლებლობა, ერთ ავტომობილში გაერთიანდება.

ავტომწარმოებელს ძრავაზე ჯერ არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ის ელექტრო იქნება. ეს ფაქტი გასაკვირი არაა, რადგან მოდელი მხოლოდ კონცეპტია, თუმცა მას აქტიური პნევმატური საკიდარი აქვს. იმის თქმაც შესაძლებელია, რომ მძღოლები, Cadillac-ის ინოვაციების უმეტეს ნაწილს ახალი კონცეპტის ინტერიერში აღმოაჩენენ.

Cadillac-მა ინტერიერი წითელი ფერის რამდენიმე განსხვავებული ელფერით მორთო, თუმცა მას ტრადიციული ეკრანები აკლია. ამის მიზეზი ავტომწარმოებლის გადაწყვეტილებაა, მოდელში საინფორმაციო-გასართობი სისტემა ახალი სტილით წარმოადგინოს. მათ შორის განიხილება საჭეზე ეკრანის დამატება. ეს არის Opulent Velocity-ის საჭის ევოლუცია და ის, რაზეც Cadillac-ი თავის ინჟინრებთან ერთად მუშაობს.

თუმცა ეს ყველაფერი არაა. კონცეფციაში წარმოდგენილი სხვა ტექნოლოგიები ბევრად უფრო ფუტურისტული და ცოტა არ იყოს „ფანტასტიკურიც“ კია. მათ შორისაა ინფრაწითელი სინათლის გამოყენება სწრაფი ცვეთისგან დასაცავად ან SUV-ის „მტვრისგან ფობიური“ ვიბრაციის უნარი, რომელიც მას სისუფთავეს შეუნარჩუნებს. ავტომობილი სალონის ფილტრაციის სისტემითაცაა აღჭურვილი - ჰაერის გამწმენდი და მშრალი ჰაერის, ექსტრემალური ტემპერატურის ცვლილებებისა და სიმაღლის ცვლილებების კომპენსაციის შესაძლებლობა.

ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი შესაძლოა საწარმოო ავტომობილისთვის მართლად ზედმეტად „ფანტასტიკურად“ აღიქმებოდეს. ეს რეალურად მხოლოდ Cadillac-ი დიზაინის ახალ სტილისტურ შესაძლებლობების კვლევაა, თუმცა მოგვიანებით, შეიძლება საწარმოო მოდელებზეც ვიხილოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთბაშად არა, მაგრამ ეტაპობრივად.

რაც შეეხება ექსტერიერის ვიზუალურ მახასიათებლებს, ამ პროტოტიპში თვალშისაცემი თოლიას ფორმის კარებია - ოპტიმალური შესასვლელისა და გასასვლელებისთვის - ასევე, განათებული ბორბლები, რომელთა დიამეტრი 24 ინჩია. ეს უკანასკნელი Cadillac-ის ინფორმაციით, რეალობადაც იქცევა.

ავტომობილში ახალი ტექნოლოგიებისა და დიზაინის დიდი ნაწილი ავტონომიურ მართვაზეა ორიენტირებული. Cadillac-ს სურს მომხმარებელს მდიდრული მანქანის მართვისა და თან, ავტონომიური ტექნოლოგიის გამოცდილება ერთდროულად შეთავაზოს. E-Velocity რეჟიმი, რომელიც გზაზე ინტენსიური მართვისთვისაა შექმნილი, Cadillac-ის V-Mode-ის ევოლუციას წარმოადგენს. ხოლო Elevate რეჟიმი, მართვის სადავეებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას გადასცემს. მაგრა ეს ყველაფერი ჯერ სატესტოა და შემდგომ განვითარებას ექვემდებარება.

Cadillac-ი Elevated Velocity-ის კონცეფციას 15 აგვისტოს The Quail-ზე, მონტერეის ავტომობილების კვირეულის ფარგლებში წარმოადგენს.

 

მსგავსი სიახლეები