აუქციონი, ბიემვი, რომის პაპი, ბიემვი მოტორედი, ბიემვი არ 18 ტრანსკონტინენტალი
Aa
Aa

BMW-ის უცნაური მოტოციკლი აუქციონამდე რომის პაპმა „დალოცა“

BMW Motorrad-ი მომდევნო თვეში საქველმოქმედო აუქციონზე R 18 Transcontinental-ის გატანას გეგმავს. თუმცა იმისათვის, რომ აუქციონი წარმატებული იყოს, გერმანულმა ბრენდმა უცნაური ხერხის გამოყენება გადაწყვიტა და მოტოციკლი თავად რომის პაპს, ლეო XIV-ს დაალოცინა.

R 18 Transcontinental-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებულ პაპს კურთხევისა და ხელმოწერისთვის ამ თვის დასაწყისში, ვატიკანში გამართულ ღონისძიებაზე გადაეცა. R 18 BMW Motorrad Deutschland-ის მიერ საქველმოქმედო საქმიანობისთვის გაღებულ მოტოციკლს მოდიფიკაცია Motorrad Witzel GmbH-მა ჩაუტარა.

კომპანიას განახლებების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია, თუმცა ახსენა მარგალიტისფერი თეთრი საღებავი და მოტოციკლის პანელზე ვატიკანის გერბის დამატების ფაქტიც. ფოტოებზე ჩანს ძრავაზე დატანილი წარწერაც, „ლეო XIV“, ასევე სხვადასხვა ენაზე დაწერილი  „მშვიდობა“. აღნიშნულ განახლებებს ნათელი ქრომის აქცენტები და თეთრი ტყავის სავარძელი ემატება.

„ის, რაც თავიდან გიჟურ იდეად ჟღერდა, შესანიშნავ საქველმოქმედო კამპანიად გადაიქცა. მოხარული ვარ, რომ BMW Motorrad-ში შეგვიძლია R 18 Transcontinental-ით ბავშვების დასახმარებლად ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა BMW Motorrad-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკუს ფლაშმა და პაპ ლეო XIV-ს მისი დროისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უნიკალური მოდელი ე.წ. „სამშვიდობო მგზავრობას“ შეუერთდა, რომელიც გერმანიაში დაიწყო და რომში დასრულდა. ვატიკანში ჩასვლის შემდეგ, ის პაპს BMW Motorrad-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკუს ფლაშმა და მისმა გერმანელმა კოლეგამ გადასცეს. მოტოციკლი ამ თვის ბოლოს კვლავ მიუნხენში დაბრუნდება და BMW Welt-ის მუზეუმში განთავსდება, ხოლო ოქტომბერში Sotheby's-ის აუქციონზე გაიყიდება. შემოსული თანხა მადაგასკარში ბავშვების დახმარების პროგრამებს მოხმარდება.

მსგავსი სიახლეები