Mercedes-ის ხელმძღვანელი Audi Concept C-სა და BMW Neue Klasse-ს აკრიტიკებს
Mercedes-Benz-ის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელმა, გორდენ ვაგენერმა, კონკურენტი ავტომობილების, მათ შორის Audi-ს კონცეპტუალური Concept C-ის ინტერიერისა და Concept C-ის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა.
ვაგენერმა თავდაპირველად Audi-ის კონცეპტუალური ავტომობილი განიხილა - მინიმალისტური სალონითა და პატარა ზომის საინფორმაციო-გასართობი ეკრანით. შემდგომ კი, BMW-ს Neue Klasse-ზე, ახალ ელექტრო SUV-ზე, iX3-ზე ისაუბრა, რომელიც სალონის ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო-გასართობი სისტემის მხრივ Audi-სგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. გამოდის, რომ „Audi მინიმალისტური გახდა, BMW კი მაქსიმალისტური“.
როდესაც Mercedes-Benz-ის მსგავსი ბრენდის დიზაინის ხელმძღვანელი ხარ, შენს აზრსაც ინდუსტრიისთვის მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში კი აშკარად ჩანდა, რომ გორდენ ვაგენერს საკუთარ კონკურენტებზე უკვე ჩამოყალიბებული და მყარი შეხედულებები ჰქონდა.
როდესაც მან პირველად შეხედა Audi-ს ახალ Concept C-ს, კერძოდ, Audi-ს კონცეპტუალურ ინტერიერს, შემდეგი რაღაც განაცხადა: „ისე გამოიყურება, თითქოს 1995 წელსაა შექმნილი“. ეს თითქოს მინიშნებაა იმ ფაქტზე, რომ თანამედროვე ავტოსამყაროსთვის Audi-ს ეს დიზაინი ცოტა არ იყოს მოძველებულია. ვაგენერი აშკარად არ ეთანხმება Audi-ს მოკრძალებულ მიდგომას და თვლის, რომ Concept C-ს დონის მინიმალიზმი, მეინსტრიმული ავტომობილისთვის, კომერციულად არც მოგებიანი არაა.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილში პატარა ზომის საინფორმაციო-გასართობი ეკრანი გვხვდება, Mercedes-ის CDO-ს თქმით, ფიზიკური გადამრთველები პრაქტიკული არაა. თანამედროვე მომხმარებლები კი, ახალ ავტომობილებში, თანამედროვე გადაწყვეტებს მოელიან.
მიუხედავად იმისა, რომ ვაგენერი მაღალტექნოლოგიური და ინტერაქტიული საინფორმაციო-გასართობი ეკრანების მომხრეა და BMW-ს Neue Klasse/iX3-ში ამას ვერ დაიწუნებდა, გასაკრიტიკებელი აქაც იპოვა. აქ Mercedes-ის დიზაინის ბოსს უკვე ეკრანების დიზაინი და განთავსება არ მოეწონა. მათ შორის ის ფაქტი, რომ ეკრანის განთავსების გამო ინფორმაცია მძღოლისთვის რთულად წასაკითხი ხდება.
მან iX3-ის მრავალდონიანი ინფორმაციის განლაგებას „ყურადღების გამფანტველი“ და „არაინტუიციური“ უწოდა, Audi-ს კონცეპტუალურ ინტერიერთან შედარებით, რომელიც ზედმეტად მოკრძალებული და იმედგაცრუების მომგვრელია.
Mercedes-ის CDO-ს თქმით, დღეს, დიდი ციფრული დისპლეები აუცილებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უპირატესობას რეტროდიზაინს ანიჭებთ. თუმცა ის შესაძლოა ყურადღების გამფანტველი იყოს, თუ არასწორად არის განთავსებული. მაგრამ სალონში ეკრანის იგნორირება არ შეიძლება და მის როგორც დიზაინს, ასევე განთავსებას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.