კლასიკური ავტომობილები, ფორდი, ფორდ ფალკონი, საპროექტო მანქანა
Aa
Aa

1963 წლის Ford-ი, რომელიც 30 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, iPhone 17-ზე იაფად იყიდება

1963 წლის Ford Falcon-ი სულ მცირე ხნის წინ ავტოფარეხში აღმოაჩინეს, ახლა კი ის გასაყიდადაა გამოტანილი. თანაც იმაზე იაფად, ვიდრე თქვენ უახლესი iPhone 17-ის შეძენას შეძლებთ. მართალია ეს Ford-ი არც გამორჩეული და არც უნიკალური მოდელი არ გახლავთ, ის მაინც ერთ-ერთია იმ კლასიკურ ავტომობილებს შორის, რომელიც ენტუზიატებს შორის მუდმივად პოპულარობით სარგებლობს.

ამჟამინდელი გამყიდველის ცნობით, Ford-ი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ავტოფარეხში იყო გაჩერებული. ჭუჭყის, მტვრისა და ნაკაწრების მიუხედავად, ამ ავტომობილს შესანიშნავი პოტენციალი აქვს სარესტავრაციო პროექტად იქცეს. ცხადია, მანქანა სუფთა მდგომარეობაში არ არის, მაგრამ მისი მთავარი ღირსება მაინც კაპოტის ქვეშ იმალება. ეს Ford-ის V8 ძრავაა. თუმცა გაცილებით დიდი მუშაობა ალბათ მის ახალ მფლობელს მანქანის შიგნით მოუწევს, რადგან სალონი თითქმის აღარ არსებობს. მაგრამ  მანქანის საჭე და ხელსაწყოთა პანელი შენარჩუნებულია.

თუ სარესტავრაციო პროექტზე მუშაობა გსურთ და თან Ford-იც გიყვართ, მაშინ ეს მოდელი საკმაოდ კარგი და თან, ხელმისაწვდომი ვარიანტია. Ford Falcon-ის შეძენას ამ მომენტისთვის სულ რაღაც 950 აშშ დოლარად შეძლებთ - იმაზე იაფად, ვიდრე ახალ iPhone 17 Pro-ს იყიდით, რომელიც 1 099 აშშ დოლარი ღირს.

თუმცა რისკებიც უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად ის ფაქტი, რომ ეს Ford-ი შესაძლოა განწირული იყოს და აღდგენას არც დაექვემდებაროს. თუმცა უარესი მანქანებიც გვინახავს გზებზე დაბრუნებული, ამიტომ შესაძლოა ეს თქვენი შანსიც იყოს.

 

მსგავსი სიახლეები