აუქციონი, კონცეპტი, ლამბორგინი, კონცეპტუალური ავტომობილი, ლამბორგინი დიაბლო, ლამბორგინი პრეგუნტა
Aa
Aa

უნიკალური $4-მილიონიანი Lamborghini | ყველაზე მაგარი კონცეპტუალური Lambo, რომელიც გინახავთ

1990-იანი წლები კონცეპტუალური ავტომობილებისთვის შესანიშნავი ეპოქა იყო. ეწვიეთ ნებისმიერ ავტოშოუს და თქვენ იხილავთ წარმოუდგენელ ქმნილებებს, რომლებიც ძირითადად ავტომწარმოებლებსა და დიზაინის სახლებს ეკუთვნით. ზუსტად ერთ თვეში კი, გასაყიდად კონცეპტი გამოვა, რომელიც Lambo-ს შემოქმედებაა. თუმცა თუ მის შეძენას გადაწყვეტთ, სჯობს დაფიქრდეთ ფინანსები გეყოფათ თუ არა. ალბათ ყველაზე მაგარი კონცეპტუალური Lambo, რომელიც გინახავთ, $4 მილიონად გაიყიდება.

1998 წლის პარიზის საავტომობილო შოუსთვის Lamborghini ფრანგ კომპანია Heuliez-თან თანამშრომლობდა. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგია Pregunta, რომელიც Lamborghini Diablo-ზეა დაფუძნებული. ამ უნიკალური მოდელის დიზაინზე მარკ დეშამპიმ იმუშავა, რომელიც Lamborghini-ს ლეგენდის, მარჩელო განდინის მოსწავლეა. დეშამპის ქმნილებებს შორის ისეთი ლეგენდებიც კი გვხვდებიან, როგორიცაა Volvo Tundra-ს კონცეფცია, Renault 5 Turbo და Lamborghini Jalpa.

დეშამპმა შთაგონება ფრანგული Dassault Rafale-ს ავიაგამანადგურებლიდან მიიღო. კარბონის კორპუსი, იმავე მქრქალი ნაცრისფერი საღებავითაა შესრულებული, ხოლო საქარე მინა Rafale-ს მოგვაგონებს. იმ დროისთვის მაღალტექნოლოგიურად შეგვიძლია ჩავთვალოთ ამ მოდელის ინტერიერიც, Magnetti Marelli-ს ციფრული პანელით, უკანა ხედვის კამერებითა და ნავიგაციის სისტემით.

თუმცა ეს მაინც ძველი სკოლის სუპერქარია, რაზეც Diablo-ს 5.7-ლიტრიანი V12 ძრავა ყველაზე კარგად მიუთითებს. გაუმჯობესებებით, ეს ძრავა 530 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მხოლოდ 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს. Broad Arrow-ის, მისი ამჟამინდელი გამყიდველის ინფორმაციით, Pregunta-ს მართვაც შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი გამნადგურებლითაა შთაგონებული, Lamborghini-ის სტილი ამ მოდელშიც ნამდვილად იგრძნობა. განსაკუთრებით კი, მის დახვეწილ ვიზუალსა და მაკრატლისებრ კარებში.

Lamborghini-მ Pregunta-ს კონცეპტი Audi-ს მიერ კომპანიის შეძენიდან სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ წარმოადგინა. ასე რომ ეს მოდელი გარკვეულწილად ეპოქის დასასრულსაც ასახავს. 2021 წელს, სერტიფიცირების შემდეგ, Lamborghini-მ Pregunta საკუთარ მუზეუმში გამოფინა.

ახლა კი, ის Broad Arrow Pregunta-ს მიერ ბელგიაში, აუქციონზე იყიდება. უნიკალური ლოტი 10 ოქტომბერს გამოჩნდება და აუქციონის სახლის ვარაუდით მისი ღირებულება $3-$4 მილიონს მიაღწევს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები