ჩინური ყალბი უსაფრთხოების ბალიშები ამერიკულ მანქანებში ფეთქდება
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე ჯამში შვიდ, მათ შორის ხუთ ფატალურ ინციდენტთან გვაქვს, რომლებიც ავტომობილებში უსაფრთხოების ბალიშების აფეთქებითაა გამოწვეული.
სავარაუდოდ, გამოძიების ფარგლებში გამოკვლეული უსაფრთხოების ბალიშები Detiannuo Safety Technology-ის, უფრო ცნობილი როგორც DTN Airbag-ის, წარმოებისაა. გამომძიებლების მტკიცებით, უსაფრთხოების ბალიშები აქროლად ქიმიკატებს შეიცავს, რომლებიც ინსტალაციის დროს შეიძლება აალდეს. მათი აალება კი, უსაფრთხოების ბალიშების ძლიერ და უკონტროლო გაბერვას იწვევს.
გამოძიების პირველადი შედეგებით, უსაფრთხოების ბალიშების უკონტროლო გაბერვასთან სულ მცირე შვიდი ინციდენტის დაკავშირებული - მათ შორის ხუთი, ფატალურად დასრულდა. WSJ-ის ინფორმაციით, DTN-ის პროდუქცია ყალბია, თუმცა ისინი ძალიან გავს ორიგინალ ნაწილებს. ხოლო მთავარი განმსაზღვრელი ისაა, რომ მათი ღირებულება ზოგჯერ 10-ჯერ ნაკლებიც კია.
„წარმოდგენილი პროდუქტია ხშირად უხარისხო მასალაა დამზადებული და უფრო მეტად სავარაუდოა, რომ მათი მთავარი ნაკლი მცდელობაშია - რაც შეიძლება მეტად გავდეს ისინი ნამდვილს“, - განაცხადა ბობ სტიუარტმა, ავტომობილების ყალბი პროდუქციის საწინააღმდეგო საბჭოს პრეზიდენტმა.
ეს პრობლემა პირველად აშშ-ში წამოიჭრა - ფლორიდაში სარჩელი 22 წლის დესტინი ბიასის ოჯახმა შეიტანა. ახალგაზრდა დედა ავარიაში დაიღუპა, როდესაც მისი 2020 წლის Chevrolet Malibu-თი მხოლოდ 48 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. გამომძიებელთა მტკიცებით, მანქანაში სწორედ ეს, უსაფრთხოების ბალიშების ყალბი ინფლატორები იყო დაყენებული. უსაფრთხოების ბალიშები „ყუმბარასავით აფეთქდა“, რის შედეგადაც გარდაცვლილს კისერში ლითონისა და პლასტმასის ბასრი ნაჭრები მოხვდა.
არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ აშშ-ში რეგისტრირებულ რამდენ ავტომობილშია გამოყენებული DTN-ის უსაფრთხოების ბალიშების ყალბი ინფლატორები. თავის მხრივ, კომპანია ამტკიცებს, რომ მათი პროდუქციის გაყიდვა აშშ-ში აკრძალულია და ის, არც ქვეყნის შიგნით აწარმოებს რაიმე ბიზნესს.