შარლ ლეკლერმა თავისი უნიკალური მოდელი Ferrari Daytona SP3 წარადგინა
“ფორმულა 1”-ის მრბოლელმა, შარლ ლეკერმა თავისი უახლესი შენაძენი, სპეციალურად მისი მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი Ferrari Daytona SP3 წარადგინა, რომელიც გულგრილს ალბათ არცერთ ავტოენთუზიასტს დატოვებს.
დაწყებული ნათელ ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერიდან, სუპერქარის ექსტერიერის დიზაინით დასრულებული - ამ ავტომობილში, თითქმის ყველა დეტალი სრული სიზუსტითა და დაკვირვებითაა შექმნილი. და იმისათვის, რომ მისსა და Ferrari-ის გულშემატკივრებს, ავტომობილი უფრო ახლოდანაც ენახათ, მან ონლაინპრეზენტაციაც შემოგვთავაზა.
პრეზენტაციის დროს, შარლმა ავტომობილის დეტალური ტური ჩაატარა და შეისწავლა ყველაფერი, უსაფრთხოების ღვედებისა და ძარის ჩათვლით. “ამ მანქანის მართვა წარმოუდგენელი გამოცდილებაა. მისი შექმნითა და ყველა უმცირეს დეტალზე ფიქრით კი, ძალიან ვისიამოვნე”, - განაცხადა Ferrari-ის პილოტმა.
Ferrari Daytona SP3-ისთვის სპეციალური შავი ფერი შეირჩა, ზუსტად შარლის გემოვნების შესაბამისად, რადგან Ferrari-შიც, მისი ერთ-ერთი ჩაფხუტი მქრქალი შავი ფერისაა. Ferrari-ის ემბლემის ზემოთ კი, Ferrari-ის ემბლემაცაა გამოსახული. “ფორმულა 1”-ის ჩემპიონატისთვის პატივის მისაგეებად კი, Ferrari Daytona SP3-ს ნომერი 16-იც დაემატა. მნიშვნელოვანი ელემენტია სავარძლებს შორის მოთავსებული პატარა ფირფიტაც, რომელზეც მრბოლელის ხელმოწერა და ლოგოა დატანილი.
მიუხედავად იმისა, რომ ლეკლერი სარბოლო ტრასებზე სწრაფი მანქანების მართვასაა მიჩვეული, მისი ავტომობილებისადმი სიყვარული ჩემპიონატს მნიშვნელოვნად სცილდება. Ferrari-ის მრბოლელს Husqvarna Vitpilen 701 მოტოციკლიც კი ჰყავს და ცოტა ხნის წინ, 2.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვინტაჟური Ferrari-ს საჭესთანაც შენიშნეს.