საქართველო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გადაადგილებაზე შეზღუდვები, უამინდობა
Aa
Aa

თოვლის გამო საქართველოს გარკვეულ ტერიტორიებზე გადაადგილება იზღუდება

თოვისა და გარკვეულ ტერიტორიებზე მოსალოდნელი ლიპყინულის გამო, საქართველოს ნაწილში მოძრაობაზე შეზღუდვები იმოქმედებს. კერძოდ, თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

გარდა ამისა, თოვის გამო გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ67-კმ84 (ხახმატი-ლებაისკარი) მონაკვეთზე. ხოლო, კმ52-კმ66 (კორშა-ხახმატი) და კმ85-კმ106 (ლებაისკარი-შატილი) მონაკვეთებზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. 

მოძრაობა თავისუფალი იქნება ჟინვალი-კორშას, საავტომობილო გზის კმ1-კმ51 მონაკვეთზე. 

 

მსგავსი სიახლეები