შენდება 166 მეტრი თაღოვანი ხიდი, აღმოსავლეთ ევროპაში მსგავსი სირთულის მშენებლობა არ არსებობს
„2026 წლის პირველ ნახევარში ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის გუდაურამდე მონაკვეთს უკვე გავხსნით“, - ამის შესახებ რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამავე პერიოდში დასრულდება 9-კილომეტრიანი გვირაბისა და მისასვლელი გზების მშენებლობაც.
„ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლობა, მართლაც უნიკალური პროექტია მთლიანად რეგიონში. როგორც მოგეხსნებათ, ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა საბურღი მანქანის საშუალებით დასრულებულია, მიმდინარეობს საევაკუაციო გვირაბის მოსახვის სამუშაოები.
პროექტი ითვალისწინებს 2 -ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 9-კილომეტრიანი გვირაბისა და მისასვლელი გზების მშენებლობას, რომელიც აღიჭურვება განათებით, სავენტილაციო და სახანძრო სისტემებით. გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასრულება სრულად დაგეგმილია 2026 წლის პირველ ნახევარში. თუმცა, აქ გვაქვს ერთი რთული მონაკვეთი - უნიკალური ხიდი.
შენდება 166 მეტრი თაღოვანი ხიდი, მე მგონია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მსგავსი სირთულის საინჟინრო კონსტრუქციის მშენებლობა არ არსებობს. ამ ხიდთან მიმართებით, ვადებთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული პრობლემა. იცით, აქ მკაცრი ზამთრის პერიოდია და ხიდის სამშენებლო სამუშაოები მოითხოვს საკმაოდ რთულ ტექნოლოგიურ ციკლს.
ჩვენ ვმუშაობთ ახლა კონტრაქტორთან, გარკვეული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება თუ იქნება შესაძლებელი, ზამთრის პერიოდში სამუშაოების გაგრძელებების მიზნით. რამდენად შესაძლებელი იქნება, ამაზე დამატებით მოგახსენებთ.
ჩვენ ვმუშაობთ ახლა კონტრაქტორთან, გარკვეული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება თუ იქნება შესაძლებელი, ზამთრის პერიოდში სამუშაოების გაგრძელებების მიზნით. რამდენად შესაძლებელი იქნება, ამაზე დამატებით მოგახსენებთ.