BMW, BMW X5, Takata, ბეემვე
Aa
Aa

Takata-ს სახიფათო აირბაგები BMW X5-ში — კომპანია 5361 მანქანას გაიწვევს

წლების წინ საავტომობილო სამყაროში იაპონურმა ბრენდმა Takata-მ დიდი ქაოსი შექმნა, რომელსაც 67 მილიონი აირბაგის უკან გაწვევა მოჰყვა, რადგან უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ეს მოწყობილობა მნიშვნელოვან საფრთხედ იქცა — მაშინ მსოფლიოს მასშტაბით Takata-ს აირბაგების გახსნის შედეგად გამოსროლილმა შრაპნელმა არაერთი ადამიანის მძიმედ დაზიანება და სიკვდილი გამოიწვია.

ეს სახიფათო საგა, თითქოს, წარსულს ჩაბარდა, თუმცა ამჯერად BMW-მ 2000-2021 წლებში გამოშვებული 5361 ერთეული X5 უკან გაიწვია, რადგან ამ ავტომობილების საჭეში აირბაგის გასაბერი ტუმბო Takata PSDI-4-ია მოთავსებული.

კომპანიის განცხადებით, გასაბერი ტუმბო შეიძლება აფეთქდეს დიდი ხნის განმავლობაში მაღალ ტენიანობასა და ტემპერატურასთან აქვს შეხება.

გერმანულმა ავტომწარმოებელმა დოკუმენტების დეტალურად შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მომხმარებელთა ნაწილმა საკუთარი X5-ის სტანდარტული საჭე სპორტულით შეცვალა, რაც ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა ამონიუმის ნიტრატის შემცველობის არმქონე გასაბეერი ტუმბო PSDI-4-ით შეცვალა... ცნობისთვის, ამონიუმის ნიტრატი ნივთიერებაა, რომლის მარაგების აფეთქებამაც 2020 წელს ბეირუთში ნგრევა გამოიწვია.

წინასწარი გათვლებით, Takata PSDI-4 გასაბერი ტუმბო გაწვეული მანქანების მხოლოდ 0.1%-ში გვხვდება, თუმცა BMW-მ გადაწყვიტა, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ეს ნამდვილად ბრძნული გადაწყვეტილებაა, რადგან, შესაძლოა, საქმე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთან გვქონდეს.

მფლობელებს კომპანია შეტყობინებას დეკემბერშივე თავად გაუგზავნის და მოუწოდებს მათ, რომ ავტომობილი უახლოეს სერვის-ცენტრში მიიყვანონ, სადაც კომპანიის ტექნიკოსები საჭის აირბაგს უსასყიდლოდ შეუცვლიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები