მამაკაცმა თავისი საცოლე McLaren F1-ში გაცვალა და არც ნანობს
იცოდით, რომ ერთხელ მამაკაცმა თავისი საცოლე ნამდვილ, McLaren F1-ის სუპერქარში გაცვალა? ეს წარმოუდგენელი ისტორიაა, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობიდან იწყება. კერძოდ კი იმ პერიოდიდან, როდესაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მანქანა კერძო მფლობელზე გაყიდა.
დღევანდელი ისტორიის მთავარი გმირი McLaren F1-ია. ამ წარმოუდგენელ ისტორიაზე ვიდეო კი, Youtube არხმა, VINwiki-მა გამოაქვეყნა. ვიდეო ჩრდილოეთ კაროლინაშია გადაღებული, სადაც ედ ბოლიანი 2025 წლის McLaren F1-ის მფლობელთა ღონისძიებაზე იმყოფებოდა. მარტივი მისახვედრია, რომ ამ შეკრებაზე მხოლოდ ერთი McLaren F1 არ მონაწილეობდა. თუმცა ეს მოდელი, სხვა დანარჩენისგან განსხვავებულია.
McLaren F1-ის, შასის ნომრით 3, ისტორია განსაკუთრებული მფლობელით დაიწყო. ეს მფლობელი McLaren-ის ხელმძღვანელი რონ დენისი იყო. დენისი ამ ეგზემპლარს 1994-დან 1996 წლებამდე ფლობდა და ძირითადად პრესკონფერენციებისა და სხვადასხვა ხალხმრავალი ღონისძიებების დროს იყენებდა. თუმცა მის მეუღლეს, შასი ნომერი 3 სძულდა, განსაკუთრებით კი მისი დიზაინი, რის გამოც დენისმა ეს მოდელი Magnesium Silver-ის ფერი ვერსიით, შასით 50, შეცვალა.
ამის შემდგომ კი McLaren F1-მა იაპონიაში გადაინაცვლა, სადაც ის უკვე ქალმა შეიძინა. თუმცა ძალიან უცნაური მიზნით. მას თავისი შვილის ნიშნობის ჩაშლა სურდა და სუპერქარიც ამისთვის გამოიყენა. ქალმა ვაჟს ქორწინების ჩაშლის სანაცვლოდ McLaren F1 შესთავაზა და ისიც დათანხმდა.
როგორც ცნობილია, მომდევნო რამდენიმე წელი McLaren F1 იაპონიაში, კერძო მფლობელის საკუთრებაში დარჩა. მოგვიანებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, სადაც დღემდე ინახება.