ელექტრომობილი, ბიემვი, ბიემვი აიიქსი, საჰაერო ტაქსი
Aa
Aa

უსწრაფესი გზა ქალაქში გადაადგილებისთვის | დაამარცხებს საჰაერო ტაქსი BMW-ის?

ეპიკური რბოლების სერია გრძელდება. ამ შემთხვევაში, ერთმანეთს სრულად ელექტრო გერმანული SUV, BMW-ის iX და Joby-ს საჰაერო ტაქსი დაუპირისპირდა. BMW iX, რომელიც 523 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 4.6 წამში აღწევს, მართლაც სწრაფი ელექტრომობილია. თუმცა Joby-სთან შეჯიბრებას, მისთვის ერთი დიდი პრობლემა აქვს - ის, უბრალოდ მას ვერ ხედავს.

კიდევ ერთი პრობლემა კი ისაა, რომ საჰაერო ტაქსი წარმოუდგენლად ჩუმია. 100-ჯერ უფრო ჩუმი, ვიდრე ვერტმფრენი, რაც ნიშნავს, რომ ელექტრომობილი მის მიახლოებასაც კი ვერ გაიგებს. თავის მხრივ, Joby-საც ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ეს მისი პირველი რეალური მგზავრობა იყო, A-დან B პუნქტამდე, საჰაერო ტაქსის 2026 წელს დაგეგმილ პირველ საჯარო გაშვებამდე.

მაგრამ ამის მიუხედავადაც, ალბათ არავინ ფიქრობს, რომ მანქანა თვითმფრინავის დამარცხებას შეძლებდა. ასეც მოხდა. Joby-მ დუბაის ავიაშოუზე 13 წუთში მიაღწია, ხოლო ელექტრომობილმა 40 წუთი მოანდომა.

რტომ არის Joby-ის გამარჯვება მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ კომპანიას ქალაქში გადაადგილების სტილის სრულად შეცვლა სურს. Joby-ის ვერტიკალური აფრენისა და დაშვების სამგზავრო ელექტროთვითმფრინავს, იმავე eVTOL-ის  ექვსი ელექტროძრავა აქვს, რომლებიც პროპელერს ამუშავებენ. თითოეული ძრავა 316 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 320 კმ/სთ-ის სიჩქარის განვითარების საშუალებას იძლევა. Evtol-ი სულ ოთხ მგზავრს იტევს და 450 კილოგრამამდე წონის გადატანა შეუძლია.

მარტივად რომ ვთქვათ: ის ქალაქში, ერთი პუნქტიდან მეორემდე, უფრო სწრაფად მიგიყვანთ, ვიდრე ნებისმიერი ავტომობილი ან ტრადიციული ტაქსი. Joby მომავალ წელს FAA-ს ტესტირებებს გაივლის და შემდგომ უკვე, ეტაპობრივად მისი გაშვება იგეგმება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები