ფორმულა 1, McLaren, ავტოკოლექცია, ლანდო ნორისი, მაკლარენი
Aa
Aa

როგორ გამოიყურება ლანდო ნორისის საავტომობილო კოლექცია?

რამდენიმე დღის წინ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი ლანდო ნორისი გახდა — 2008 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონატი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში McLaren-ის პილოტმა მოიგო. სავარაუდოდ, საჯინიბო თავის წარმატებულ პილოტს ახალი ჰიპერქარით დაასაჩუქრებს. 

და განსხვავებით სხვა ცნობილი ადამიანებისგან, რომლებიც მდიდრულ ავტომობილებს მხოლოდ მათი ყიდვის მიზნით ყიდულობენ, ლანდო ნორისი ძალიან ყურადღებით არის, როცა საქმე მის საავტომობილო კოლექციას ეხება. როგორც აღმოჩნდა, ჩემპიონის კოლექციის მთავარი წევრი McLaren-ის მოდელი სულაც არ არის — მეტიც, ეს ევროპული მანქანაც კი არ არის. 

F1-ის მძღოლებს ნებისმიერი ავტომობილის ყიდვა შეუძლიათ, თუმცა, როგორც წესი, მათ არ მართავენ

როგორც წესი, F1-ის პილოტები ერთ-ერთი პირველები არიან ხოლმე, რომელთაც პატივი აქვთ, იმ კომპანიების სუპერქარები მართონ, რომელთაც წარმოადგენენ. ეს, ალბათ, ძალიან მაგარი ამბავია, თუ მაკლარენისთვის ან ფერარისთვის იბრძვი, თუმცა თუ Williams-ის მძღოლი ხარ... არ ვიცი...

თუმცა, ფორმულას მრბოლელების ფინანსური მდგომარეობა, შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, შესანიშნავია და მათ სასურველი ავტომობილის შეძენა არ უჭირთ ხოლმე... მაგალითად, ლუის ჰამილტონს თავის კოლექციაში Ferrari-ს არაერთი სუპერქარი ჰყავდა იქამდეც კი, სანამ მერსედესიდან სკუდერიას შეუერთდებოდა (ახლა კი კოლექცია საერთოდ არ აქვს).

ასევე იხილეთ: ლუის ჰამილტონმა ყველა თავისი ავტომობილი გაყიდა | ახლა მხოლოდ ერთი მანქანის შეძენა სურს

მიუხედავად ამისა, სუპერქარებს F1-ის მძღოლები იშვიათად მართავენ. შესაძლოა, მონაკოს (სადაც მათი უმრავლესობა ცხოვრობს) ირგვლივ გაატარონ ხოლმე, თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში, ეს მანქანები ინვესტიციაა და პილოტები კომპანიის ავტომობილებს მართავენ. ლანდოს შემთხვევაში კი ეს McLaren Artura-ა. 



ლანდოს კოლექცია

რაც შეეხება კოლექციას, F1-ის ახალი ჩემპიონი McLaren-ების არაერთ შესანიშნავ მოდელს ფლობს — McLaren 765LT Spider, Senna და P1.

გარდა ამისა, ნორისი ფლობს Ferrari F40-ს, Porsche Carrera GT-ს, Land Rover Defender-ს, Lamborghini Miura-სა და Fiat 500 Jolly Evocation-ს. 

ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდებული კი მის ფარეხში კლასიკური ამერიკული მანქანაა — 1973 წლის Plymouth Barracuda-ს, რომლითაც გასული ძლის აშშ-ის გრან-პრიზე გამოჩნდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები