აუქციონი, ფორმულა 1, ლანდო ნორისი, მაკლარენი, ბოლიდი
Aa
Aa

სეზონი ჯერ არ დაწყებულა და McLaren-მა 2026 წლის ბოლიდი უკვე მილიონებად გაყიდა

აბუ-დაბის დაძაბული გრან-პრის შემდეგ, Formula 1-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს. Red Bull-ის პილოტს, მაქს ფერსტაპენს ეს ტიტული McLaren-ის 28 წლის ბრიტანელმა მრბოლელმა, ლანდო ნორისმა ჩამოართვა. შედეგად, ლანდო სეზონში ჯამურად დაგროვებული 423 ქულით, Formula 1-ის რიგით 35-ე პილოტი გახდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. კონსტრუქტორთა თასის გამარჯვებული კი, McLaren-ი გახდა.

თუმცა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ლანდო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლებოდა, 2026 წლის რეალური სარბოლო ბოლიდი, აუქციონზე, გასაყიდად გაიტანა. ამ შემთხვევაში, McLaren-ის გუნდმა უცნაური მიდგომა გამოიყენა და გასაყიდად 2026 წლის F1-ის რეალური ბოლიდი, IndyCar-ის მომავალი მოდელი და პროტოტიპი გამოიტანა, რომელიც 2027 წლის მსოფლიო გამძლეობის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.  

ბუნებრივია Sotheby’s-ის მთავარი ლოტი „ფორმულა 1“-ის ბოლიდი იყო, რომელმაც ყველაზე მაღალ შეფასებას მიაღწია. F1-ის ერთადგილიან ბოლიდში მდიდარმა აუქციონერმა თითქმის 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს ღირებულება კი, McLaren-ის სარბოლო მემკვიდრეობასაც ამართლებს. ერთი მხრივ, როგორც მსოფლიო ჩემპიონის და ასევე ის ერთ-ერთია იმ ჰიბრიდულ მცირერიცხოვან ბოლიდებს შორის, რომელიც კერძო კოლექციონერის საკუთრებაში იქნება.

ამასთან ერთად, მის მფლობელი წვდომას McLaren-ის პროექტირების, განვითარებისა და ტესტირების მთელ პროცესზე მიიღებს. ამას დამატებული ის ფაქტი, რომ ეს მდიდარი კოლექციონერი პირველი ადამიანი იქნება, რომელიც 2026 წლის მანქანას, როგორც მას შიდა წრეში ეძახიან, MCL40A-ს იხილავს.

ცნობისთვის, მფლობელს McLaren-ის ბოლიდი დღესვე არ გადაეცემა. სინამდვილეში კოლექციონერი მას 2028 წლამდე ვერ მიიღებს, მანამდე კი, თუ სურვილი ექნება, შეუძლია McLaren-ის საჩვენებელი მანქანა „ითხოვოს“. რეალურად, ეს ნიშნავს, რომ კოლექციონერს ბოლიდზე ყველა უფლება ექნება, თუმცა ლანდო, ამ მოდელით მომდევნო სეზონში იასპარეზებს. 

რაც შეეხება Formula 1-ის ბოლიდთან ერთად Sotheby’s-ზე გაყიდულ ორ სხვა ლოტს, McLaren-ის გუნდი არც ამ შემთხვევაში დარჩენილა უკმაყოფილო. კერძოდ კი, McLaren United WEC აუქციონზე 6.5 მილიონ ევროდ გაიყიდა, ხოლო McLaren-Chevrolet IndyCar-ის 2026 წლის სეზონის ავტომობილში შედარებით მოკრძალებული თანხა, 730 000 ევრო გადაიხადეს.

 

მსგავსი სიახლეები