ჰიუნდაი, ჰიუნდაი გრუპი
Aa
Aa

Hyundai-ის ქარხანაში ბომბის არსებობაზე მუქარა შევიდა | კომპანიისგან ბიტკოინს ითხოვდნენ

ამ კვირაში, სეულში მდებარე Hyundai Group-ის შტაბ-ბინა დროებით ოკუპირებული იქნა მას შემდეგ, რაც ავტომწარმოებელმა ობიექტში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ, მუქარის შემცველი წერილი მიიღო. შეტყობინების თანახმად, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კომპანია 13 ბიტკოინს არ გადაიხდიდა – ჯამურად, $1.1 მილიარდის ღირებულების.

შეტყობინების მიღებისთანავე, სეულის შტაბ-ბინაში შესაბამისი უწყებები გამოცხადდნენ. თუმცა კომპანიის შენობაში რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებები ვერ იპოვეს.

ამ შემთხვევაში, ინციდენტმა დაშავებულებისა და დაზიანებების გარეშე ჩაიარა, თუმცა ეს ასახავს ასაფეთქებლების არსებობასთან დაკავშირებით მუქარის მზარდ ტენდენციას. ეს კი ზოგ შემთხვევაში, როგორც Hyundai-სთან მოხდა, თანხის გამოძალვის მიზნით ხდება.

ადგილობრივი სამართლებრივი ორგანოს ინფორმაციით, ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება  19 დეკემბერს, შუადღემდე პერიოდში მიიღეს. ელფოსტაში მითითებული იყო აფეთქების დრო 11:30 საათი და ობიექტი: Hyundai Group-ის შტაბ-ბინა. „თუ ისინი 13 ბიტკოინს არ გადაიხდიან, 11:30 წუთზე ჩვენ Hyundai Group-ის შენობას ავაფეთქებთ“, - ეწერა წერილში.

უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, Hyundai-მ თანამშრომლები ევაკუაცია განახორციელა და ჩხრეკისთვის  შესაბამისი უწყებაც გამოიძახა. შესაბამისად, რეაგირება ამ ტიპის საფრთხეებისთვის სტანდარტული პროტოკოლის დაცვით განხორციელდა, პრიორიტეტი თანამშრომლების უსაფრთხოებას მიენიჭა, ხოლო სამართალდამცავმა ორგანოებმა განცხადების სანდოობა შეამოწმეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები