2026 წლის Tokyo Auto Salon-ზე საუკეთესო Nissan-ები სტუდენტებმა ააწყვეს
Aa
Aa

2026 წლის Tokyo Auto Salon-ზე საუკეთესო Nissan-ები სტუდენტებმა ააწყვეს

ტოკიოს ავტოსალონის 2026 წლის გამოფენაზე Nissan-ი სტუდენტების მიერ აწყობილი სამი მოდელით გამოჩნდა, რომელიც ბევრად უფრო კარგად გამოიყურებიან, ვიდრე ღონისძიების მანქანების უმრავლესობა. სტუდენტებს პროექტების ხელმძღვანელობა  იაპონიაში კომპანიის ტექნიკურმა კოლეჯის ჯგუფმა, Nissan Gakuen-მა დაავალა და წესით, ეს არც უნანია.

სტუდენტებმა მოდელებზე მუშაობისას სამი ძირითადი მიმართულება აირჩიეს — რეტრო რესტაილინგი, 80-იანი წლების ავტოსპორტის სტილი და ძველი სკოლის დრიფტის სტილი. Nissan-ი მათ მიერ შექმნილ სამივე მოდელს 2026 წლის 9-დან 11 იანვრამდე Makuhari Messe-ზეც წარმოგვიდგენს.

პირველი მოდელი არის MARCH Eloura. თავდაპირველად, ის K13 Nissan March-ის (Micra) მოდელით იყო წარმოდგენილი, თუმცა სტუდენტებმა 312 Bluebird-ის ელემენტები და ნაწილები გამოიყენეს, ხოლო წინა ნაწილი March-ის უფრო პატარა პროპორციების შესაბამისად შეცვალეს. მრგვალი მაშუქები, მარტივი რეტროსტილი ამ მოდელს Nissan Pike-თანაც აახლოებს. გუნდმა მოდელის აწყობაზე დაახლოებით ექვსი თვე დახარჯა. მათ მიზანს ის ქალაქის მარტივი ავტომობილის შექმნა წარმოადგენდა და თან სურდათ ის „საყვარელი, მაგრამ ელეგანტური“ ყოფილიყო.

მეორე მოდელი უფრო ხმამაღალი განაცხადია. თქვენ წინაშეა Re30 Skyline Silhouette, რომელზე მუშაობაც სტუდენტებმა ოთხკარიანი R30 Skyline სედანით დაიწყეს და ინსპირაციად 80-იანი წლების დასაწყისის Nissan-ის Skyline Super Silhouette-ის სარბოლო მოტოციკლების იერიც გამოიყენეს. სტუდენტურ ვერსიას მასიური წინა სპოილერი, ვენტილირებადი კაპოტი, კვადრატულად გაფართოებული უკანა მაშუქები და მკვეთრი ფორმის ფრთა აქვს. ინტერიერის დიდი ნაწილი სტანდარტულთან მიახლოებულია.

ბოლო მოდელი კი Sunny-ია, პირდაპირ ვინტაჟური JDM-ის მოყვარულთათვის. საბაზისო მოდელი პირველი თაობის Sunny coupe (KB10)-ია, თუმცა სტუდენტებმა წინა მხარეს Hakosuka Skyline GT-R-ის დიზაინის ელემენტეი გამოიყენეს და მბზინავი ქრომირებული დეტალები, როგორიცაა ბამპერები და სარკეები, დაამაგრეს. კაპოტის ქვეშ S15 Silvia-ს SR20 დგას, Nissan-ის კლასიკური ვერსია, რომელიც მსუბუქ ძარას რეალურ სიმძლავრეს სძენს.

სამწუხაროდ, Nissan-მა ამ ეტაპზე თითოეული მოდელის მხოლოდ ერთი ფოტო შემოგვთავაზა. ამიტომ შეგვიძლია Nissan Gakuen-ს დაველოდოთ და ვიმედოვნოთ, რომ კომპანია მოდელების უკეთ შეფასების საშუალებას მოგვცემს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები