პიკაპი, აშშ, Dodge Charger, Ford Maverick, Hyundai Palisade, ჩრდილოეთ ამერიკა, დეტროიტის ავტოშოუ
Aa
Aa

ამერიკის წლის საუკეთესო პიკაპი, ყველასთვის მოულოდნელად, Ford Maverick Lobo გახდა

დეტროიტის ავტოშოუ ოფიციალურად დაიწყო და 2026 წლის საუკეთესო ამერიკული ავტომობილის, სატვირთოსა და მრავალფუნქციური ავტომობილის წოდების მფლობელების ვინაობა უკვე გავიგეთ...

არცთუ მოულოდნელად, ჩრდილოეთ ამერიკის 2026 წლის საუკეთესო ავტომობილი ახალი Dodge Charger გახდა, რომელმაც ამ წოდებისთვის ბრძოლაში Nissan Sentra-სა და Honda Prelude-ს აჯობა. მართლაც, რთულია ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგო, რადგან როგორც იქნა, ლეგენდარული მოდელის შიგაწვისძრავიანი ვარიანტი დაბრუნდა ორტურბინიანი, ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით. ეს ძრავა 420 ცხ.ძ-სა და 634 ნიუტონს გამოიმუშავებს, ხოლო Scat Pack კომპლექტაციის შემთხვევაში, ეს რიცხვი 550 ცხ.ძ-მდე და 719 ნიუტონამდე ადის. 

მომხმარებელს შეუძლია არჩევანი სრულად ელექტრო Charger Daytona Scat Pack-ზეც შეაჩეროს, რომელიც 72500$ ღირს, სრულად ამძრავია, ორი ელექტროძრავა აქვს და 630 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს — ეს ელექტრომობილიც მშვენიერია, თუმცა ერთი ნაკლი მაინც აქვს — ერთი დამუხტვით მხოლოდ 430 კმ-ს გადის. 

წლის საუკეთესო უნივერსალური ავტომობილი Hyundai Palisade გახდა, რომელმაც საკმაოდ პოპულარული Nissan Leaf და Lucid Gravity დაამარცხა. ჰიუნდაის მოდელი საკმაოდ ბიუჯეტურია და მისი საბაზისო კომპლექტაცია 39 435$ ღირს. გარდა ამისა, მოდელის რესტაილინგი უკვე ხელმისაწვდომია ჰიბრიდული სისტემითაც, თუმცა მათ, ვინც უპირატესობას პერფორმანსს ანიჭებს, შეუძლიათ XRT Pro ვარიანტიც შეიძინონ. სტანდარტულად მოდელს 3.5-ლიტრიანი V6 ძრავა აქვს, ხოლო ჰიბრიდული სისტემის შემთხვევაში მას 2.5-ლიტრიანი, ტურბოჩაბერვის მქონე, 4-ცილინდრიანი ძრავა ცვლის, რომელიც 329 ცხ.ძ-სა და 459 ნიუტონს გამოიმუშავებს. 


ყველაზე დიდი სიურპრიზი კი ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო სატვირთოს კატეგორიაში ვიხილეთ — საუკეთესოთა შორის საუკეთესო პიკაპი Ford Maverick Lobo გახდა, რომელიც ფორდის მინი პიკაპის პერფორმანსზე ორიენტირებული ვერსიაა და სულ რაღაც 35 930 დოლარი ღირს. Lobo სტანდარტულ ვერსიაზე უფრო დაბალია, აქვს მეტად საქალაქო მოძრაობაზე გათვლილი დაკიდების სისტემა და აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი EcoBoost ძრავით, რომელიც 250 ცხ.ძ-სა და 375 ნიუტონს გამოიმუშავებს. 


წოდების მოსაპოვებლად კი მევერიკმა საკმაოდ დადებითად შეფასებულ Ram 2500-სა და Hemi-ის ძრავით აღჭურვილ Ram 1500-ს აჯობა...

მსგავსი სიახლეები