საქართველო, გადაადგილებაზე შეზღუდვები, უამინდობა
Aa
Aa

უამინდობის გამო, საქართველოში, საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია

უამინდობისა და თოვის გამო საქართველოში საავტომობილო გზების ნაწილზე მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზების ნაწილზე მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

კერძოდ, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:

  • მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე
  • კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზის კოდა-სოფ. ალგეთისა და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთებზე
  • ნაქერალას უღელტეხილზე
  • საჩხერე-რაჭის გზაზე
  • ფარცხისი-თეთრიწყაროს გზაზე
  • მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზაზე
  • ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე
  • ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე
  • ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე

ხოლო ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:

  • ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე
  • ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე
  • კორშა-შატილის მონაკვეთზე
  • უშგული-ლასდილის მონაკვეთზე

ცნობისთვის, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე და ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 

მსგავსი სიახლეები