ელექტრომობილი, ავტონომიური მანქანა, ტესლა, ტესლა მოდელ 3
Aa
Aa

ამერიკელი მძღოლი Tesla Model 3-ის ავტონომიური მართვის ფუნქციით ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე ჩავიდა

დაახლოებით 10 წლის წინ, Tesla-ს დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის ავტომობილს 2017 წლის ბოლოსთვის შეეძლებოდა, რომ ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე მძღოლის ჩარევის გარეშე, თავად მისულიყო. 2017-მა წელმა ჩაიარა, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა და სხვა არაერთმა შეუსრულებელმა პირობამ გადაფარა. 9 წლის შემდეგ, არა თავად კომპანიამ, თუმცა დამოუკიდებელმა ენთუზიასტმა, როიმ, 2024 წლის Tesla Model S-ით აღნიშნული გამოწვევა დაძლია და „ანგელოზების ქალაქიდან“ „დიდ ვაშლამდე“ ავტომობილის თვითმართვადი ფუნქციით ჩავიდა. 

არაერთი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ (რომლებიც გამოწვეული იყო როგორც ადამიანური შეცდომების, ისე უამინდობის მიერ), Model S-მა, დაახლოებით, 5000კმ-იანი გზა 58 საათსა და 22 წუთში, საშუალოდ, 103 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებით დაფარა (გუნდმა ამ დროის 10 საათზე ოდნავ მეტი ავტომობილის დამუხტვებზე დახარჯა). 

ეს მიღწევა გამორჩეულია იმით, რომ უშუალოდ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის დარღვეული პირობის შესრულებას ისახავდა მიზნად, თუმცა რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ერთმა ამერიკელმა ამაზე არანაკლებ შთამბეჭდავი შედეგის დაფიქსირება შეძლო. კერძოდ, დევიდ მოსმა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპირომდე მანძილი Tesla FSD V14.2-ით, ავტონომიური მართვის ფუნქციით დაფარა. 


როგორც მოსის, ისე როის შემთხვევაში, მძღოლები საჭეს არ შეხებიან და ამის ამსახველი სრული ვიდეოებიც მოეპოვებათ. მთელ მოგზაურობაში სრული თვითმართვადობის რეჟიმი მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წამით გამოირთო, როცა როი საჭეს შემთხვევით შეეხო. 

შესაბამისად, თუ აქამდე გეგონათ, რომ სრულად ავტონომიური მანქანა მომავლის ტექნოლოგია იყო, საქმე არც მთლად მასეა — მომავალი იმაზე ახლოსაა, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები