ქუჩის რბოლა, სიმულატორი, ვიდეოთამაში, ფორცა ჰორაიზონ 6, ტოკიო
Aa
Aa

უდიდესი საავტომობილო თამაში, რომელშიც არჩევანს 550 მანქანას შორის გააკეთებთ | Forza Horizon ბრუნდება

4 წელზე ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, Playground Games-მა, როგორც იქნა, Forza Horizon 6-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა და თამაშის დეტალებიც გამოაქვეყნა... თამაში 19 მაისს გამოვა და ეს იმ ავტომოყვარულებისთვის, რომლებსაც, პარალელურად, კომპიუტერული თამაშებიც უყვართ, შესანიშნავი ამბავია. 

თამაში, ტრადიციულად Open-world-ი იქნება და ამჯერად, სერიის ისტორიაში პირველად, მოთამაშეები იაპონიას ეწვევიან. Forza 6 გამორჩეული იქნება იმითაც, რომ მის საბაზისო ვერსიაშიც კი, მოთამაშეს არჩევანის გაკეთება 550 სხვადასხვა ავტომობილს შორის შეეძლება, დროთა განმავლობაში კი, განახლებებთან ერთად, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

თამაშის პოსტერზე ამჯერად ახალი Toyota GR GT-ია გამოსახული, რომელიც იაპონურმა ავტომწარმოებელმა დეკემბერში წარადგინა — ასევე GR GT-ის გვერდით აღმართზე გზას უახლესი Land Cruiser-ი იკვალავს, ფონზე კი ტოკიო და ფუჯის ულამაზესი მთაა გამოსახული. 

თამაშში კარგად ცნობილ და სერიულ მოდელებთან ერთად ვიხილავთ სუპერქარებსაც, მაგალითად Nissan GT-R Nismo-ს, Pagani Huayra R-სა და Lamborghini Huracan Sterrato-ს, ისევე როგორც JDM ლეგენდები — Honda NSX, Honda Civic Type R EP3 და Mitsubishi Lancer Evo VIII. ასევე, თამაშში გამოჩნდა ახალი R კლასი, რომელიც ტრეკზე ორიენტირებულ ისეთ ავტომობილებს გააერთიანებს, როგორებიც Aston Martin Valkyrie და Ferrari F80. მათ, ვინც თამაშს გამოსვლამდე, შეიძენს გარაჟში Ferrari J50 დახვდებათ. 

როგორც Forza Horizon სერიის წინა თამაშებში, მოთამაშეებს ავტომობილში ვიზუალური ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა ამჯერადაც ექნებათ და საკუთარი ქმნილების დემონსტრირებას მსოფლიოს უდიდესი ქალაქის ქუჩებსში შეძლებენ. 

საქალაქო გზები თამაშში რეალურზე ოდნავ უფრო განიერი იქნება, რათა მართვით სიამოვნება მხოლოდ პროფესიონალებმა არ მიიღონ. ასევე, მაქსიმალურად დეტალიზებულია სამთო აღმართები და მიხვეულ-მოხვეული ტრასები, რომლებმაც 1970-იან წლებში დრიფტის დაბადება განაპირობა. 


დეველოპერების განცხადებით, გამოსწორდა წარსულში დაშვებული შეცდომაც — ამჯერად ავტომობილების ხმები იმაზე რეალისტური იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები