სუპერქარი, როდსტერი, მაზერატი, ვი 6, მასერატი
Aa
Aa

ზამთარი აქ არის — იხილეთ უნიკალური Maserati MCPura Cielo Frozen Magma

მიუხედავად პერიოდული ჩავარდნებისა, როგორც წესი, Maserati ულამაზესი სუპერქარებით გვანებივრებს ხოლმე. ICE St. Moritz-ზე, რომელიც შვეიცარიაში, სან-მორიცის გაყინული ტბის მახლობლად ყოველწლიურად იმართება და ყველაზე ელეგანტური ავტომობილის გამოვლენას ისახავს მიზნად, იტალიურმა ბრენდმა MCPura Cielo Frozen Magma წარადგინა — ულამაზესი როდსტერი, რომელიც კომპანიის Fuoriserie (ქასთომიზაციის) მიმართულებამ შექმნა. 


როგორც სახელი გვეუბნება, უნიკალური მოდელის ინსპირაცია ცეცხლისა და ყინულის ერთიანობაა. ეს მარტივი შესამნევია სუპერქარის ექსტერიერზეც, რომელიც ექსკლუზიურ, მოციმციმე, Ai Aqua Rainbow ფერშია შესრულებულია, რომლის ტონებიც განათებასთან ერთად იცვლება. Maserati-ს განცხადებით, ინჟინრებმა ასე მყინვარების „კრისტალურად სუფთა“ ზედაპირი ასახეს.

ამ ყინულივით ცივ დიზაინში სითბო ნარინჯისფერ აქცენტებს შემოაქვს, რაც კორპუსის ქვედა ნაწილში არსებულ შავ დეტალებსა და 20-დუიმიან შავ დისკებთან ელეგანტურ კონტრასტს ქმნის. აღნიშვნას იმსახურებს ნახშირბად-კერამიკული სამუხრუჭე სისტემა და ნარინჯისფერი სუპორტებიც.

ეს თემატიკა ინაცვლებს ინტერიერშიც, სადაც ნარინჯისფერი ნაკერების მქონე სავარძლებზე შავი ალკანტარაა გადაკრული და ლაზერული გრავირებით ზედ ამოტვიფრული ორნამენტები ნარინჯისფერია. ტრადიციულად, მოხდენილია კარის პანელები და გამოსაჩენ ადგილებზე ბრენდის ლეგენდარული სამკაპებია დატანილი. სალონში ვხვდებით სპეციალურ დაფასაც წარწერით — Maserati Fuoriserie — The I.C.E 2026 — One of One (ერთადერთი).

ისევე როგორც სტანდარტულ მოდელში, კაპოტის ქვეშ აქაც ორტურბინიანი, 3-ლიტრიანი Nettuno V6 ძრავა გვხვდება, რომელიც 621-ცხენისძალიან სიმძლავრესა და 720 ნიუტონის ტოლ მაბრუნ მომენტს გვთავაზობს. შესაბამისად, სუპერქარი 100 კმ/სთ-მდე 2.9 წამში ჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს შეადგენს... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები