სუვი, მერსედესი, ეი ემ ჯი, ეიემჯი, მერსედეს ჯი ელ სი 53, მერსედეს ჯიელსი 53
Aa
Aa

SUV-ი დრიფტის რეჟიმით — გაიცანით ახალი 2027 Mercedes-AMG GLC 53

მერსედესმა 2027 Mercedes-AMG GLC 53 წარადგინა. სავარაუდოდ, ეს მოდელი არსებულ GLC 43-ს ჩაანაცვლებს, როცა ეს უკანასკნელი 2026 წლის ბოლოს ერთხელ და სამუდამოდ დაგვტოვებს. GLC 53-ს ორტურბინიანი, 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა ექნება, რომელიც 443 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს, მაბრუნი მომენტი კი 600 ნიუტონს შეადგენს — ავტომობილი, ცხადია, სრულად ამძრავი იქნება და, როგორც გაირკვა... დრიფტის რეჟიმიც ექნება...


ტექნიკურად, GLC თავისუფლად ექცევა როგორც SUV-ის, ისე კუპეს სეგმენტში, თუმცა, ალბათ, მაინც უფრო სპორტულ უნივერსალადაა ჩაფიქრებული. დროის მიერ კარგად ნაცადი გადაცემათა 9-სიჩქარიანი, ავტომატური კოლოფის დამსახურებით, Mercedes-ის განცხადებით, ახალი GLC 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს სულ რაღაც 4.1 წამში ავითარებს. აღსანიშნავია Race Start რეჟიმიც. 

AMG Dynamic Plus პაკეტი ავტომობილს კიდევ უფრო დაკუნთულად აქცევს — ამ კომპლექტაციით Race Start ფუნქციის გარდა, მიიღებთ გაზრდილ მაქსიმალურ სიჩქარესაც. თუ საბაზისო პაკეტში SUV მაქსიმუმ 250 კმ/სთ-ს ავითარებს, ამ შემთხვევაში ეს რიცხვი 270 კმ/სთ-მდე იზრდება. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალ GLC 53-ს გვერდულად გადაადგილებაც შეუძლია — აი ის, დრიფტს რომ ვეძახით... ალბათ, მოგეხსენებათ, რომ სრული ამძრავობა და დრიფტი საუკეთესო პარტნიორები ვერ არიან, თუმცა მერსედესი რის მერსედესია, რაიმე ჯადოსნური თუ არ მოიფიქრა? კომპანიამ GLC-ის სრულად ამძრავი სისტემა დაახასიათა, როგორც „აბსოლუტურად ცვალებადი“, რაც ნიშნავს, რომ ის სიმძლავრის 100%-ის უკანა თვლებისთვის მიწოდების საშუალებასაც იძლევა... შთამბეჭდავია, არა? ეფექტიანობის გასაზრდელად, შესაძლოა წინა ხიდი გაითიშოს მაშინაც, როცა სრული ამძრავობა უბრალოდ არ გჭირდებათ. 

ცხადია, ეს პირველი ინოვაცია არ არის, რომელიც გერმანულ ავტომწარმოებელს საავტომობილო სამყაროსთვის შეუთავაზებია — იხილეთ CrystalAuto-ს იუთუბ არხზე გამოქვეყნებული ვიდეო 7 ინოვაციაზე, რომელიც მერსედესმა გვაჩუქა: 

ახალი მოდელის დაბადების აღსანიშნავად, Mercedes-ი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში Golden Accents კომპლექტაციასაც გამოუშვებს, რომელიც მდიდრულ SUV-ის შავ-ნაცრისფერ ექსტერიერს ოქროსფერი ელემენტებით გაადიდებულებს. 

2027 GLC 53-ის ფასი ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა გერმანული ავტომწარმოებელი, სავარაუდოდ, ამ ინფორმაციასაც მალე მოგვაწვდის. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები