უცნაური, საატომობილო ხიდი
Aa
Aa

კალიფორნიის $19-მილიონიანი ხიდი, რომელზე გადასვლაც ადამიანებსა და მანქანებს ეკრძალებათ

ხიდების უმრავლესობა ავტომობილებისთვის ან ადამიანთა უსაფრთხო გადაადგილებისთვისაა შექმნილი, თუმცა კალიფორნიისგან არსებული სტანდარტების შეცვლას, ალბათ, ბევრი მიჩვეულია. ეს ტრადიცია კი, როგორც ჩანს, ხიდების შემთხვევაშიც ნარჩუნდება, რადგან მალე კალიფორნიაში მსოფლიოში ყველაზე დიდ ხიდს ვიხილავთ, რომელიც მხოლოდ ველური ბუნებისთვისაა განკუთვნილი. პროექტის საერთო ღირებულება $19 მილიონია.

Wallis Annenberg Wildlife Crossing-ის (ველური ბუნების გადასასვლელი) სახელით ცნობილი ხიდი კალიფორნიისთვის პირველი ამ ტიპის ნაგებობაა და ცხოველებისთვის უსაფრთხო გადასასვლელს უზრუნველყოფს. ხიდის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და ცოტა ხნის წინ პროექტმა დასრულებისთვის რამდენიმე მილიონის ინვესტიციაც მიიღო. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

როგორც უახლესი ფოტოებიდანაც ჩანს, ხიდი ჯერ მხოლოდ ნახევარადაა აშენებული, შესაბამისად, მის დასასრულებლად საკვანძო სამუშაოები ჯერ კიდევ წინაა. აღნიშნული ნაგებობა სანტა-მონიკას მთებსა და სიერა-მადრეს ქედის დაცულ მიწებს გზატკეცილის ორივე მხარეს საბოლოოდ დააკავშირებს. ხიდი დაფარული იქნება ადგილობრივი მცენარეულობით და ისეა დაპროექტებული, რომ ბუნებრივად შეერწყას მიმდებარე ტერიტორიას.

პროექტის ავტორების განცხადებით, ხიდი ცხოველებს უფრო თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს; ამასთანავე, მისი მიზანი გზატკეცილის ათზოლიან მონაკვეთზე ველური ბუნებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების რისკის შემცირებაა. ეს დიდი პრობლემაა შტატში, სადაც ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 48 000-ზე მეტი ირემი და დაახლოებით 100 მთის ლომი იღუპება. როგორც 2024 წლის ანგარიშში აღინიშნა: „ორჯერ მეტი ირემი იღუპება სატრანსპორტო საშუალებებთან შეჯახების შედეგად, ვიდრე ნადირობისას“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები