საქართველო, საავტომობილო გზები, თბილისი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაცია, შეზღუდვები გზებზე
Aa
Aa

თბილისსა და საქართველოს გარკვეულ მონაკვეთებში დროებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

უამინდობისა და მიმდინარე სამუშაოების გამო, თბილისის გარკვეულ მონაკვეთებსა და საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ნაწილზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდება.

კერძოდ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ182 მონაკვეთზე (კალა-უშგული), ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

მოძრაობაზე შეზღუდვები წესდება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

ინტენსიური თოვის გამო, დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

რაც შეეხება დედაქალაქს: ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე დაზიანებული მოაჯირებისა და ფრაგმენტების აღდგენას იწყებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18-დან 23 თებერვლის ჩათვლით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ სამოძრაო ზოლზე შეიზღუდება.

განახლება: ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები