ჯერემი კლარკსონი, ლამბორგინი, ლექსუსი, ლამბორგინი რევუელტო, ლექსუს ელეფეი, ლამბორჯინი
Aa
Aa

რომელი ორი ავტომობილის შეძენა სურს ჯერემი კლარკსონს?

Autocar-ის პოდკასტში Top Gear-ისა და The Grand Tour-ის ლეგენდარულმა წამყვანმა, ჯერემი კლარკსონმა ისაუბრა მანქანებზე, რომელთა შეძენასაც ისურვებდა. პირველ რიგში, ბრიტანელმა ტელეწამყვანმა Lamborghini Revuelto ისურვა, რომელსაც „შესანიშნავი, გასაოცრად ამაღელვებელი უწოდა“ და აღნიშნა, რომ ეს მანქანა ზუსტად ის არის, რასაც მძღოლი Lamborghini-სგან უნდა ელოდოს. 

მეორე არჩევანი, ცოტა არ იყოს, უცნაურია — კლარკსონი Lexus LFA-მ მოხიბლა. წამყვანის აზრით, მართალია, ელექტრომობილის ყოლა ახლა უფრო პრაქტიკული იქნებოდა, თუმცა, პირველ რიგში, მისი  2000-იანი წლების ბოლოს გამოსული შეზღუდული გამოშვების სუპერქარის ხმამ გამოიწვია, ამიტომ EV გამორიცხულია... 

ჯერემის აზრით შიგაწვის ძრავის ხმა — ეს ავტომობილის სულია.


„როცა LFA გამოვიდა, შეფასებები არც ისე კარგი იყო... მისით არავინ აღფრთოვანდა. შემდეგ მანქანა მე გავატარე და სიგიჟემდე მომეწონა. ხმას, რომელსაც ეს მოდელი გამოსცემს, დაჭრილი დათვის ხმას შევადარებდი, ტკივილიან ხმაურს. ასევე, მას მოძრავი ხელსაწყოთა დაფა ჰქონდა, რაც იმ დროში დიდი იშვიათობა იყო. მე გავიფიქრე — ღმერთო ჩემო, ეს მანქანა აბსოლუტური ბედნიერებაა..." 

ტესტ-დრაივის შემდეგ, როგორც თავად ამბობს, მოდელის შემქნელისგან მადლიერების წერილიც კი მიიღო:

„ამის შემდეგ უსაყვარლესზე უსაყვარლესი წერილი მივიღე ბიჭისგან, რომელმაც ეს მოდელი შექმნა. ის წერდა: „ვერავინ გაუგო ჩემს მანქანას, სანამ თქვენ არ გამოჩნდით“ — ის აღფრთოვანებული იყო და წიგნიც კი გამომიგზავნა — მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი წიგნი, თუმცა ძალიან დეტალური!", — განაცხადა ჯერემი კლარკსონმა პოდკასტში.

ცნობილია Top Gear-ის ლეგენდის შეხედულებები ელექტრომობილებზეც — წარსულში მან თქვა, რომ ამ სეგმენტის ავტომობილს არასდროს შეიძენს, რადგან არ ესმის მათი მართვის თავისებურებები — „მანქანისთვის ძრავის წართმევით მას სულს ართმევ და ვერ გეყვარება ისეთი რამე, რასაც სული არ აქვს — რა აძლევს მანქანას სულს? რა თქმა უნდა, მისი ძრავა“, აცხადებდა კლარკსონი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები