Prelude მომხმარებელს თანდათან უყვარდება — როგორი იყო Honda-ს თებერვალი
42 000$-იან Honda Prelude-ს საუკეთესო სტარტი ნამდვილად არ ჰქონდა, თუმცა სპორტქარი ადგილს მომხმარებელთა გულებში (და ფარეხში) თანდათან იმკვიდრებს. თებერვალში, იანვართან შედარებით, მოდელის გაყიდვები 38.4%-ით გაიზარდა.
სანამ ჰონდას გულშემატკივარს მეტისმეტად გაუხარდება, ამ ზრდის შემდეგაც, გაყიდული Prelude-ების რაოდენობა 299-ია — მიუხედავად ამისა, პირველ რიგში, Honda ამ მოდელის დიდი მასშტაბებით გაყიდვას, ალბათ, არც იმედოვნებდა — მეორე, დეკემბერში გაყიდულ 174 ერთეულთან და იანვრის 216-თან შედარებით, 299 მშვენიერი მაჩვენებელია. შედარებისთვის, Subaru-მ თებერვალში მხოლოდ 277 BRZ-ის გაყიდვა შეძლო. 
ეს პატარა გამარჯვებაა, თუმცა ჯამში იაპონურმა ბრენდმა გასულ თვეში 97 226 მანქანა გაყიდა, ეს კი 0.5%-იანი კლებაა 2025-ის თებერვალთან შედარებით. განსაკუთრებით პოპულარული სახეცვლილი Passport-ია, რომლის გაყიდვებიც 35.7%-ით გაიზარდა და 4 746 ერთეული შეადგინა. ასევე გაიზარდა განახლებული Pilot-ის (2.5%-ით), Accord-ისა (23.1%-ით) და CR-V-ის (3.8%) გაყიდვები.
ამის საპირისპიროდ, ელექტრომობილებზე დაწესებული ფედერალური ბენეფიტების მოხსნამ მძიმედ დაარტყა ელექტრომობილების ხაზს — Prologue EV-ის გაყიდვები წლის დასაწყისიდან 74.1%-ით შემცირდა. ანალოგიურია HR-V-ისა და Odyssey-ს მდგომარეობაც — პირველზე არჩევანი 26%-ით, ხოლო მეორეზე 13.2%-ით ნაკლებმა მძღოლმა შეაჩერა.
ვითარება Acura-ში
17.3%-ით, თვეში 10 936 ერთეულამდე გაიზარდა Honda-ს მდიდრული შვილობილის, Acura-ს გაყიდვებიც, რაც მეტწილად, ADX-ის კარგი გაყიდვების დამსახურებაა. ქროსოვერმა მალე მოიპოვა პოპულარობა და MDX-ის შემდეგ ბრენდის ყველაზე გაყიდვადი მოდელია. 
მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები გაიზარდა, Acura-ს საწარმოო ხაზში „ზომბების“ სიმრავლე აქვს — TLX-სა და ZDX-ის წარმოება შეჩერდა და მალე მათ RDX-იც მიემატება. მოდელი 2028 წელს დაბრუნდება და, კომპანიის განცხადებით, ის ჰიბრიდული იქნება — მიუხედავად ამისა, RDX-ის გაქრობა ბრენდის საწარმოო ხაზში გიგანტურ სიცარიელეს დატოვებს...