შესაძლოა, კლასიკური ავტომობილის სტატუსი 40-დან 30 წლამდე შემცირდეს
Facebook გვერდ Classic Cars-ის ცნობით, მთავრობა კლასიკური ავტომობილის სტატუსის განსაზღვრის კრიტერიუმის შემცირებას აპირებს — ადრე ეს სტატუსი ენიჭებოდა ავტომობილს, რომლის ასაკიც 40 წელზე მეტი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ზღვარი 10 წლით შემცირდება და 30 წლით განისაზღვრება, განბაჟების პირობები კი უცვლელი დარჩება — 1 კუბური სანტიმეტრის ფასი ისევ 1 ლარი იქნება.
გვერდი წერს, ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება. ჯერჯერობით, აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ დაუდასტურებია.
კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით ამჟამად არსებული კანონმდებლობა ძალაში 2023 წლის 1-ელ ივლისს შევიდა.