საავტომობილო გზები, თბილისის მერია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გადაადგილებაზე შეზღუდვები, შეზღუდვები გზებზე
Aa
Aa

თბილისსა და რეგიონებში, გარკვეულ ტერიტორიებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

თბილისში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს. 

შეზღუდვის პერიოდში გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მძღოლებს ფირდოუსის, მირზა ფათალი ახუნდოვისა და იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეეძლებათ.

გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე. ზომები აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონის გამო იქნა მიღებული. დეპარტამენტის განცხადებით, გუდაური-კობის მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. 

გარდა ამისა, თოვის და ქარის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მსგავსი სიახლეები