ბუგატი, ველოსიპედი
Aa
Aa

Factor One — ყველაზე იაფი გზა Bugatti-ს საჭესთან მოსახვედრად

მაღალი ხარისხის, ნახშირბადის ბოჭკოს ველოსიპედი ძვირი სიამოვნებაა — მისი ფასი თითქმის ყოველთვის 4-ნიშნაა და, შესაძლოა, 5-ნიშნა რიცხვებსაც მიაღწიოს. მიუხედავად ამისა, ველოსიპედი, რომელსაც ამ სტატიაში იხილავთ, ამ სტანდარტებითაც ძალიან ძვირადღირებულია — ის ახალ Toyota Corolla-ზე ძვირიც კი ღირს...

ასევე იხილეთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

Bugatti-ს ყველა ავტომოყვარული ბრენდის გასაოცარი და ლეგენდარული ჰიპერქარებით იცნობს — ამჯერად, ფრანგულმა ავტომწარმოებელმა სიჩქარი სიყვარული ველოსიპედების სამყაროშიც თარგმნა. ამისათვის, Bugatti და Factor Bikes-ი „დამეგობრდნენ“, ბრიტანული ბრენდი, რომელიც სარბოლო ველოსიპედებს აწარმოებს. დასრულებული ქმნილება, Bugatti Factor One, რომელიც სულ 250 ეგზემპლარად გამოვა, როგორც ჰიპერქარები, ეგზოტიკური მასალებისგან აეწყობა.


ბაიკი, რომელიც ჰაერს სრულად ნახშირბადის ბოჭკოსგან შექმნილი კორპუსით გააპობს, Bugatti-ს ტრადიციულ ორტონიან ლურჯადაა შეღებილი და მსუბუქი ჩარჩოს გარდა, ზემსუბუქი ბორბლებითაცაა აღჭურვილი, რომლებიც ჯამურად 1.3 კილოგრამს იწონიან. ნახშირბადის ბოჭკოსგან არის დამზადებული სავარძლის ღერძი და სხვა არაერთი დეტალიც. სპეციალურად ამ ველოსიპედისთვის, Bugatti-მ Continental-თან ითანამშრომლა, რომელმაც Factore One-ის დისკები სპეციალური საბურავებით შემოსა. 

„ეს უბრალოდ ველოსიპედი არ არის. ეს განაცხადია. პროექტი გვიბიძგებს, რომ ყველაფერი გადავაფასოთ და ინჟინერიის საზღვრები ისე გამოვცადოთ, როგორც ამას Bugatti საავტომობილო სამყაროში უკვე საუკუნეზე მეტია აკეთებს...“, — განაცხადა Factor Bikes-ის დამფუძნებელმა, რობ გიტელისმა.  

როგორც თავიდანვე აღინიშნა, ველოსიპედი იაფი არ იქნება — მისი ფასი 23 599$-ია... თქვენ თუ იყიდდით ველოსიპედს, რომელიც ავტომობილზე ძვირია?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები