ავტოსპორტი, ფორმულა 1, ედრიან ნიუი, ასტონ მარტინი, აუდი, ჯონათან უიტლი
Aa
Aa

თანამდებობის დაკავებიდან 4 თვეში, ედრიან ნიუი Aston Martin-ის გუნდის ხელმძღვანელი აღარ იქნება

Aston Martin-ის ტრაექტორია ფორმულა 1-ში 2021 წელს ჩართვის დღიდან, საკმაოდ არასტაბილურია. ლოურენს სტროლის მფლობელობის პირობებში, ორგანიზაციული და ტექნიკური გამოწვევების გამო, გუნდი ძირითადად მოლოდინებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რამდენიმე ბრწყინვალე ეპიზოდიც ჰქონდა — უმეტესწილად გუნდის ესპანელი ვარსკვლავის, ფერნანდო ალონსოს წყალობით. როგორც ჩანს, არასტაბილურობა გაგრძელდება, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელი ედრიენ ნიუი თანამდებობას ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან სულ რაღაც ოთხ თვეში დატოვებს.

Motorsport.com-ის თანახმად, ნიუი აპირებს გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რათა კონცენტრაცია ექსკლუზიურად ტექნიკურ საკითხებზე გადაიტანოს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში არ არის ნახსენები პოზიციის ცვლილების ზუსტი დრო ან ძირითადი მიზეზი, ნათელია, რომ პრიორიტეტი ამ ეტაპზე ისაა, რომ Aston Martin-ის ბოლიდებმა რბოლების დასრულება და ფინიშის ხაზის კვეთა რეგულარულად შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ Honda აქტიურად მუშაობდა ძალური აგრეგატის პრობლემების გადაჭრაზე და ბოლო ორი რბოლის განმავლობაში კონტრზომების მიღებას ცდილობდა, Aston Martin-ის ხელმძღვანელობა არაფერს ამბობდა იმაზე, რომ, შესაძლოა, Honda-ს აღჭურვილობის არასათანადოდ ადაპტირებაზე პასუხისმგებლობა მათი ბოლიდის დიზაინსაც ეკისრებოდეს. 

სავარაუდოა, რომ ორი რბოლისა და უამრავი ტესტირების შემდეგ, გუნდმა გადაწყვიტა ნიუის მისცეს საშუალება აკეთოს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის: გაშიფროს ის ტექნიკური გამოწვევები, რომლებიც მანქანას აფერხებს (ძრავის პრობლემების მიღმა).

ანგარიში ასევე ირწმუნება, რომ ნიუის შემცვლელად პოზიციაზე Audi F1-ის გუნდის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ჯონათან უიტლი, მოიაზრება (სავარაუდოდ, თავად ნიუის რეკომენდაციით). ორ ინჟინერს Red Bull Racing-ში ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები