სუვი, ტოიოტა, სუბარუ, ტოიოტა ჰაილენდერი
Aa
Aa

Subaru-მ ახალი SUV-ი დააანონსა, რომელიც Highlander-ის „ტყუპისცალი“ იქნება

2027 წლის Nissan Z-სა და Volkswagen Atlas-ს მარტივი, უკონკურენტო გასეირნება არ ელით, რადგან ნიუ-იორკის ავტოშოუზე ახალი სამრიგიანი, სრულად ელექტრო ქროსოვერი Subaru-მაც დააანონსა. ავტომობილის დებიუტი პირველ აპრილს გაიმართება და მას მთელი 420 ცხ.ძ ექნება.

იაპონური ავტომწარმოებელი დეტალებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა უდიდესი ალბათობით, ეს Toyota-სთან პარტნიორობაში შექმნილი მე-4 მოდელი იქნება — თუ ეს მართლაც ასეა, სავარაუდოდ, Subaru-ს ახალი SUV-ისგან განახლებული Highlander-ის ტყუპისცალს უნდა ველოდოთ. 

მართალია, სუბარუში ჩუმად არიან, თუმცა ანონსზე გამოჩენილ ფოტოში მანქანის სილუეტი მაინც გაირჩევა და მისი წინა მხარე აშკარად ჰგავს Solterra-ს, Trailseeker-ისა და Uncharted-ის დიზაინის ენას. დეტალების შემჩნევა რთულია, რადგან ცხადად მხოლოდ გაყოფილი მაშუქები, მანათეობელი ემბლემა და ზვიგენის ფარფლის სტილის ანტენა ჩანს. 

შეგახსენებთ, რომ Highlander-ი 77 და 98 კვტ.სთ-იანი ბატარეებითაა აღჭურვილი და მისი შეძენა შესაძლებელია როგორც წინა ამძრავი, ისე სრულად ამძრავი ფორმით. პირველი ვარიანტი 221, ხოლო მეორე 338 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. მსგავსი კონფიგურაციით, ქროსოვერი ერთი დამუხტვით 435-დან 515 კილომეტრამდე მანძილს ფარავს. 

Subaru-ს მოდელისგან უნდა ველოდოთ სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობასაც (10%-დან 80%-მდე, დაახლოებით, 30 წუთში). ძალურ აგრეგატს თუ გვერდით გადავდებთ, პროგნოზირებადია SUV-ის ინტერიერიც — უდიდესი ალბათობით, მას 12.3-დუიმიანი ციფრული ხელსაწყოთა დაფა, 14-დუიმიანი მულტიმედიის სისტემა და 6-დინამიკიანი აუდიოსისტემა ექნება.

2027 Toyota Highlander-ი ამ წლის ბოლოს გამოვა, შესაბამისად, ახალ Subaru-საც, დაახლოებით, ამავე პერიოდში უნდა ველოდოთ. 

მსგავსი სიახლეები