საქართველო, სტატისტიკა, შსს, ავარიების სტატისტიკა
Aa
Aa

469 გარდაცვლილი ერთ წელიწადში | როგორია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა სტატისტიკა

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს საქართველოში 5 969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2024 წელს 5 866 ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდის ფონზე გაიზარდა როგორც დაშავებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ავარიების შედეგად 469 ადამიანი გარდაიცვალა, 8 191 კი დაშავდა, 2024 წელს კი დაიღუპა 444 და დაშავდა 7 587 ადამიანი.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევები, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ყველაზე მეტი იყო - მოხვევის მანევრით - მომხდარი ავარიები, ჯამში 1 596 შემთხვევა.

2025 წლის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავარიების გამომწვევი მიზეზების რაოდენობას „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს: 

  • მოხვევის მანევრი - 1 569 შემთხვევა
  • შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა - 1 319 შემთხვევა
  • ქვეითის მიერ გადასასვლელით არასათანადო სარგებლობა - 989 შემთხვევა
  • დისტანციის დაუცველობა - 886 შემთხვევა
  • მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება - 694 შემთხვევა
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 424 შემთხვევა
  • შეჯახება დაბრკოლებაზე - 382 შემთხვევა
  • საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა - 329 შემთხვევა
  • გზაჯვარედინის გავლის წესების დარღვევა - 279 შემთხვევა
  • ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა - 170 შემთხვევა

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევისას - 122 ადამიანი; მოხვევის მანევრისას - 117 ადამიანი; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისას - 114 ადამიანი და მანქანის სიმთვრალეში მართვისას - 62 ადამიანი.

წყარო: bpn.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები