აუქციონი, სუპერქარი, ფერარი ლაფერარი, მდიდრული მანქანები
Aa
Aa

ჯეი ქეის უნიკალური LaFerrari სოთბის აუქციონზე გაიყიდება

იტალიური ბრენდის მიერ გამოშვებული 499 ერთეული LaFerrari-დან უმეტესობამ ქარხანა მეტ-ნაკლებად „პროგნოზირებად“ ფერებში დატოვა — წითელი, შავი ან ყვითელი. თუმცა, როგორც ჩანს, ბრიტანელ მუსიკოსს, ჯეი ქეის (Jamiroquai), სულ სხვა გეგმები ჰქონდა. მან თავისი ჰიპერქარი Signal Green ფერში შეუკვეთა — ელფერში, რომელიც უფრო Lamborghini-ს უხდება, ვიდრე მარანელოს პროდუქტს.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari

ეს ამ შეფერილობის მქონე ერთადერთი LaFerrari-ია. ავტომობილი მუსიკოსის მფლობელობაში 2019 წლამდე იყო, რის შემდეგაც მან რამდენიმე მძღოლი გამოიცვალა, წელს კი მოდენაში, ენცო ფერარის მუზეუმშიც გამოიფინა. ამჯერად მწვანე ლაფერარი თავისი ამბის ახალი თავისთვის ემზადება.


Jamiroquai-ის ყოფილ მანქანას აპრილში, სოთბის მონაკოში გასამართ აუქციონზე ვიხილავთ. მოლოდინების მიხედვით, მისი ფასი 4.6-დან 5 მილიონ დოლარამდე იქნება. სუპერქარის ოდომეტრი სულ რაღაც 12 000 კილომეტრს უჩვენებს. შესაძლოა, ეს ფერი ყველა კოლექციონერის გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ მანქანის ხიბლიც სწორედ ესაა — ის „სტანდარტული“ მოდელების ზღვაში მკვეთრად გამოირჩევა.

ავტომობილის მწვანე თემატიკა სალონშიც გრძელდება. ინტერიერი გაჯერებულია ამავე ფერის ტყავის ელემენტებით: სავარძლები შავი და მწვანე ტყავის კომბინაციაა, მწვანეა მაჩვენებელთა პანელი და უსაფრთხოების ღვედების ბუდეებიც კი.

როგორც აღინიშნა, LaFerrari-ს ფასები გამოშვებიდან ათი წლის შემდეგაც ცას სწვდება. მცირე გარბენის მქონე ეგზემპლარები რეგულარულად 5 მილიონ დოლარზე ძვირად იყიდება. მაგალითად, ახლახან შავი ფერის მოდელი (900 კმ გარბენით) 6.88 მილიონად გასხვისდა. მართალია, ჯეი ქეის მწვანე ჰიპერქარი ამ ნიშნულს, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევს, მაგრამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და დასამახსოვრებელი LaFerrari-ს სტატუსს ვერ დავუკარგავთ.

თუ დაინტერესდით, აღნიშნული აუქციონისთვის თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები