მიცუბიში, მიცუბიში მირაჟი, მიცუბიში აუთლენდერი, მიცუბიში აუთლენდერ სპორტი
Aa
Aa

Mitsubishi-ს პარადოქსი | რატომ ყიდულობენ ამერიკელები 16 წლის მოდელს?

ავტომობილების მყიდველები ყოველთვის ლოგიკით არ ხელმძღვანელობენ და Mitsubishi-ს გაყიდვების ბოლოდროინდელი მაჩვენებლები ამის საუკეთესო დასტურია. აშშ-ში მოულოდნელად მოთხოვნა მოძველებულ Outlander Sport-ზე გაიზარდა, მაშინ როცა ბრენდის ყველაზე თანამედროვე და დახვეწილი მოდელი — სტანდარტული Outlander-ი, გაყიდვების მკვეთრ ვარდნას განიცდის.

ასევე იხილეთ: ტყუილი, რომელმაც Mitsubishi-ის დინასტია გაანადგურა

წლის პირველ სამ თვეში Mitsubishi-მ 12 076 ერთეული Outlander Sport-ი გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 74.8%-იანი ზრდაა. ეს მოდელისთვის 2021 წლის შემდეგ საუკეთესო პირველი კვარტალია. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ Outlander Sport-ზე Mitsubishi-ს ამერიკული გაყიდვების თითქმის ნახევარი მოდის.

Outlander Sport-ის პოპულარობა რამდენიმე მიზეზის გამოა ალოგიკური — პირველ რიგში, ეს მოდელი ბაზარზე ჯერ კიდევ 2010 წელს გამოვიდა. 16 წლის განმავლობაში მან სამი რესტაილინგი გაიარა, თუმცა ფუნდამენტურად ის კვლავ მოძველებული ავტომობილია. გარდა ამისა, მართალია, მისი ფასი ხელმისაწვდომია ($24,995), თუმცა იმავე ფასად ბაზარზე ბევრად უფრო თანამედროვე ვარიანტები არსებობს, როგორებიცაა: Hyundai Kona, Chevrolet Trax, Kia Seltos და Toyota Corolla Cross. ბოლოს კი, გასათვალისწინებელია შიდა კონკურენციაც — ბრენდის ფლაგმანი, ახალი Outlander-ი, ობიექტურად ყველა პარამეტრით სჯობს თავის „სპორტულ“ ვერსიას, თუმცა მყიდველები მაინც ძველ მოდელს ირჩევენ.

Outlander Sport-ის მსგავსად, ზრდა დააფიქსირა Eclipse Cross-მაც — მისი გაყიდვები 83.7%-ით გაიზარდა. სრულიად საპირისპირო ვითარებაა ბრენდის მთავარ მოდელებთან: შემცირებულია Outlander-ის, Outlander PHEV-ისა და Mirage-ის გაყიდვები...

მიუხედავად ორი მოდელის წარმატებისა, Mitsubishi-ს ჯამური გაყიდვები აშშ-ში მაინც 15%-ით შემცირდა. ექსპერტების აზრით, ეს იმის ნიშანია, რომ ბრენდი საშუალო ფენის მყიდველს, რომელიც უფრო ტექნოლოგიურ და თანამედროვე ავტომობილებს ანიჭებს უპირატესობას, თანდათან კარგავს — ხოლო Outlander Sport-ის წარმატება მხოლოდ მისი დაბალი ფასითაა განპირობებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები