ელექტრომობილები, ფერარი, რომის პაპი, ლეო XIV, ფერარი ლუჩე
Aa
Aa

Luce-ს მხოლოდ პაპის დალოცვა თუ გადაარჩენს — Ferrari-ს ელექტრომობილი ლეო XIV-ს წარუდგინეს

მარანელოში არსებული კრიზისისა და Luce-ს გარშემო ატეხილი სკანდალის ფონზე, ფერარის ხელმძღვანელობამ ძალიან საინტერესო და სიმბოლური ნაბიჯი გადადგა. დღეს დილით, კომპანიის თავმჯდომარე ჯონ ელკანი და აღმასრულებელი დირექტორი ბენედეტო ვინია ინჟინრებთან ერთად კასტელ განდოლფოს რეზიდენციაში რომის პაპს, ლეო XIV-ს ეწვივნენ.

შეხვედრის ფარგლებში კათოლიკური ეკლესიის მეთაურს სწორედ ახალი, სრულად ელექტრონული Ferrari Luce წარუდგინეს. ჯონ ელკანმა პაპს სიმბოლურ საჩუქრად ამ ავტომობილის საჭე გადასცა, რომელიც, როგორც ვიცით, ჯონი აივის სტუდიის მიერ არის შექმნილი და ტრადიციული ფიზიკური კონტროლერებით გამოირჩევა. ელკანმა აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა კომპანიის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს და თითოეულ თანამშრომელს მომავლისკენ პასუხისმგებლობით სვლის მოტივაციას მისცემს.

საავტომობილო სამყაროში ვატიკანისთვის მანქანების ან მათი აქსესუარების გადაცემა ძველი ტრადიციაა — თავის დროზე ენცო ფერარიმაც კი შექმნა სპეციალური მოდელები პაპისთვის. თუმცა, Luce-ს პრეზენტაცია ვატიკანში, ბაზარზე აქციების ვარდნისა და მწვავე კრიტიკის ფონზე, აშკარად ჰგავს ფერარის მცდელობას, გადატეხოს საზოგადოებრივი განწყობა, ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალოს კრიტიკა და ხაზი გაუსვას მოდელის ეკოლოგიურ და მომავალზე ორიენტირებულ კონცეფციას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები