საგზაო ჯარიმები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Aa
Aa

„საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს“ — კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საგზაო წესებთან დაკავშირებული ჯარიმებისა და მიდგომების ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრა — მისი თქმით, მოსალოდნელია ჯარიმების შემცირება.

„კონსულტაციები მიმდინარეობს სახელმწიფო მდივანთან. ასევე, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს შს სამინისტროსთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების განხორციელების შესახებ.

ცვლილებები შეეხება ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და ჯერჯერობით კიდევ კონსულტაციების რეჟიმში ვართ. სავარაუდოდ, შემდეგი სასესიო კვირისთვის, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, ჩვენ რაღაც გარკვეული ცვლილებები უკვე გვექნება.

რატომ არის ეს ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო? — პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს. უფრო სწორი იქნება, დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომა და კანონდარღვევაა. რამდენად პროპორციულია ამ გადაცდომასთან ის დღევანდელი მოქმედი ჯარიმები.

დამერწმუნეთ, კონსენსუსს აუცილებლად მივაღწევთ და სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიის ბოლოს საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა ცვლილებები დაიგეგმება. რა კონკრეტულ მიმართულებებს შეეხება ეს ყველაფერი“ — განაცხადა მან.

წყარო: GTTV

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები