საქართველო, შეზღუდვები, გადაადგილებაზე შეზღუდვები, გორის გვირაბი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი, შეზღუდვები გზებზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა
Aa
Aa

გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება

გორის გვირაბში, 17-20 და 22-25 ივნისს, მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება. შეზღუდვა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე (გორის გვირაბები) დაზიანებული საფარის აღდგენითსა და სხვა საჭირო სამუშაოებს უკავშირდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე ორმოული შეკეთებისთვის საჭიროა გორის გვირაბების მონაკვეთზე სავალი ნაწილების ჩაკეტვა და მოძრაობის შემოსავლელ გზაზე გადართვა.

კერძოდ, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე სავალი ნაწილი 17 ივნისის 08:00 სთ-დან 20 ივნისის ჩათვლით ჩაიკეტება. ამ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელი საავტომობილო გზის საშუალებით შეძლებენ.

ხოლო თბილისი-სენაკის მიმართულებაზე სავალი ნაწილი 22 ივნისის 08:00 სთ-დან 25 ივნისის ჩათვლით ჩაიკეტება, რა დროსაც თბილისი-სენაკის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი — შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

ცნობისთვის, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ90-კმ97 მონაკვეთზეც (მლეთა-გუდაური). მიმდინარე სამუშაოების გამო, 2026 წლის 17 ივნისს 08:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები