ლუის ჰამილტონი, კლასიკური ავტომობილები, ავტოკოლექცია, ფორდ ბრონკო, კიმ კარდაშიანი
Aa
Aa

კიმ კარდაშიანის $3.8-მილიონიან ავტოკოლექციას ვინტაჟური Ford Bronco შეუერთდა

რეალითი შოუს ვარსკვლავ კიმ კარდაშიანის ავტომობილების კოლექციას კიდევ ერთი გამორჩეული მოდელი შეემატა. ამერიკელმა მილიარდერმა სოციალურ ქსელში თავისი უახლესი შენაძენის, 1973 წლის Ford Bronco-ს ფოტოები გააზიარა და, რა თქმა უნდა, გამომწერებისგან გამოხმაურებამაც არ დააყოვნა.

ასევე იხილეთ: რა მანქანებს ფლობდნენ ცნობილი ადამიანები გამდიდრებამდე?

მუქი მწვანე ფერის Ford Bronco სპეციალური შეკვეთით Velocity Restorations-ის სპეციალისტთა გუნდის მიერაა მოდიფიცირებული. მედიის ინფორმაციით, კარდაშიანმა კლასიკურ SUV-ში სულ მცირე 285 000 აშშ დოლარი გადაიხადა. კიმის არჩევანმა განსაკუთრებული ყურადღება იმ ფაქტის გათვალისწინებითაც მიიპყრო, რომ ამ დრომდე მისი ავტოფარეხი ძირითადად თანამედროვე და ბევრად ძვირად ღირებული მოდელებით იყო დაკომპლექტებული.

აღდგენის პროცესში Velocity Restorations-ის სპეციალისტებმა ავტომობილს კლასიკური დიზაინი შეუნარჩუნეს, თუმცა მართვის დროს საჭირო კომფორტის შესაქმნელად თანამედროვე ელემენტებიც დაუმატეს. SUV-ს ნახევრად მოსახსნელი სახურავი, ვინტაჟური სტილის გაგრილების სისტემა და ხის კლასიკური საჭე აქვს.

კიმ კარდაშიანის ავტომობილების კოლექცია დაახლოებით 3.8 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ამერიკელი მილიარდერის ავტოფარეხში Mercedes-Maybach-ის რამდენიმე SUV, Rolls-Royce Phantom-ი და Ghost-ი, Lamborghini Urus-ი და რამდენიმე სპეციალიზებული, გადაკეთებული Range Rover-იც ინახება. თუმცა, თუ წარსულში კარდაშიანი ავტომობილებისთვის ძირითადად ნაცრისფერ, მინიმალისტურ სტილს ირჩევდა, კლასიკურ მოდელს უხეში, თავგადასავლებისთვის განკუთვნილი დიზაინი და მკვეთრი მწვანე ექსტერიერი გამოარჩევს.

კარდაშიანის ახალი ავტომობილი სოციალურ ქსელებში სწრაფადვე გახდა განხილვის მთავარი თემა. მომხმარებლების ყურადღება სწორედ კლასიკურმა Ford Bronco-მ მიიპყრო და ბევრიც აღნიშნავდა, რომ მის არჩევანზე გავლენა შესაძლოა მისმა პარტნიორმა, ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა იქონია. კარდაშიანს წარსულშიც არაერთხელ უთქვამს, რომ ავტომოყვარულია, თუმცა ახალი Bronco მისი წარსული გემოვნებისგან რადიკალურად განსხვავდება — ის ვინტაჟური ამერიკული ავტომობილის სტილს, მოდიფიცირების შესაძლებლობასა და პრემიუმ ხარისხს აერთიანებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები