ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის საავტომობილო გზა დაიტბორა | შეჩერებულია მოძრაობა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფ. ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ. ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ 92–კმ 151 (სოფ. ბაბილი–ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ 185–კმ 190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამასთანავე, გუშინ, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.
შეგახსენებთ, რომ შაბათს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) მდინარის ადიდების შედეგად საავტომობილო გზაზე წყალი გადმოვიდა. აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.